Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

პროექტის შესახებ

„ერთმანეთთან საუბრის უნარი ადამიანებად გვაქცევს“ (კარლ იასპერსი)

Black Sea Lit  გოეთეს ინსტიტუტის შავი ზღვის აუზის ლიტერატურული პროექტია, რომელიც 2023 წლის 16 ივნისიდან 2024 წლის ბოლომდე განხორციელდება და რომელსაც ომის,  სიძულვილისა და ბარბაროსული ნგრევის პირობებში განახლებული დიალოგის მცდელობა უდევს საფუძვლად.  პროექტის კურატორი, მწერალი და თეატრის რეჟისორი ნინო ხარატიშვლი, გოეთეს ინსტიტუტის მიერ ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მოწვეულ ავტორებთან ერთად ისაუბრებს აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ლიტერატურის ხმებსა და მათ მნიშვნელობაზე ასეთ რთულ და დიალოგისთვის უმწეო ყოველდღიურობაში.

 
#GeschichtenSchwarzesMeer
#BlackSeaLit

Geschichten vom Schwarzen Meer - Black Sea Lit  - 2023 წლის პროგრამა


გოეთეს ინსტიტუტის ორწლიანი ლიტერატურულ პროექტში (2023 წლის ივნისიდან 2024 წლის ბოლომდე) ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სხვადასხვა ავტორის შეხვედრებს ითვალისწინებს. „უპირველესყოვლისა, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან საუბარი - ლიტერატურულ და, განსაკუთრებით, კი ადამიანურ დონეზე. ერთმანეთთან საუბარი რაც ამჟამად ყველას ასე ძალიან გვჭირდება - შავი ზღვის ორივე მხარეს“, ასე აღწერს პროექტის მიზანს კურატორი, მწერალი ნინო ხარატიშვილი.

2023 წელს საქართველოსა და რუმინეთში გამართული მწერლების რეზიდენციები  თბილისის და ბუქარესტის გოეთეს ინსტიტუტებში პანელ დისკუსიებით დასრულდება, ხოლო სექტემბერში, ორივე რეზიდენციაში მონაწილე ავტორები, ბერლინის ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, გაუზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს გერმანულ აუდიტორიას. ამ შემაჯამებელ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია

პარადიგმის ცვლა და სიტყვისადმი სიყვარული


2022 წლის 24 თებერვალს დასავლეთ სამყაროს სუნთქვა შეეკრა. მას შემდეგ პოლიტიკური და მორალური ფასეულობების სისტემაში არნახული სისწრაფით მიმდინარეობს პარადიგმების ცვლა, რასაც მანამდე ასეთი სახით ვერავის წარმოედგინა. ის, რაზე დათანხმებაც ადრე არასოდეს გვიფიქრია, უცებ აუცილებელი გახდა, ხოლო ის რაც თავისთავად გასაგები გვეგონა, შეირყა.

მაგრამ, ამავდროულად, რა მოხდა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში? ნუთუ, იქაც ასეთივე გამოფხიზლებასა და შფოთვას ჰქონდა ადგილი, როგორც დასავლეთში? საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც, საკუთარი წარსულის გამო, თავიანთ მეზობელ ქვეყნებთან მტკივნეული ისტორიის გამო, მათ მიმართ დამოკიდებულების გამო ან და მათი საზღვრების გამო მოუწიათ სრულებით სხვა გამოცდილების მიღება. ქვეყნები, რომლებისთვისაც რუსული აგრესია არ იყო მოულოდნელობა, რომლებსაც საკუთარი დიქტატურული რეჟიმების ატანა მოუწიათ ან დღემდე უწევთ მათ შედეგებთან გამკლავება.

„დასავლეთში არავის ესმის, რას ნიშნავს, რუსული ძალაუფლების გავლების სფეროს ქვეშ არსებობა.“, წერს პოლონელი ავტორი შტეფან ტვარდოხი 2022 წლის აპრილში NZZ-ში და მოუწოდებს: ე.წ. „Westplaining-ის დასრულებას“. ის დასავლეთს სთხოვს, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს აღმოსავლეთ ევროპას, რომელიც საკუთარი გამოცდილების და ისტორიის გამო სწორედ ახლა საჭიროებს, რომ მისი ხმა იყოს გაგონილი.

სწორედ ამიტომ არის ეს პროექტიც ადამიანების დაახლოვებისა და მათ შორის დიალოგის განვითარების მცირედი მცდელობა. იმ ადამიანებისა, ვისაც სიტყვის სიყვარული აერთიანებთ. მიუხედავად მათი სრულიად განსხვავებული ბიოგრაფიების, ეროვნებების, წერის სტილისა თუ წარსულისა, ყოველი მათგანი ლიტერაატურის საშუალებით ცდილობს მოგვითხროს თავისი თავისა და სამყაროს შესახებ.  ახლა სწორედ ამ საერთო ნიშნულზე საუბარის დროა, რასაც ჩვენი პროექტით Black Sea Lit  ვცდილობთ შევუწყოთ ხელი.

Black Sea Lit ერევნის გოეთეს ცენტრის ინიციირებული პროექტია, რომელშიც ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოს და უკრაინის გოეთეს ინსტიტუტები მონაწილეობენ ქართველ-გერმანელი მწერლის, ნინო ხარატიშვილის კურატორობით. პროექტის ხელშემწყობი ორგანიზაციებია: ქართული ლიტერატურული ინიციატივა LIG, ლიტერატურული სააგენტო ARI სომხეთში, ბერლინის ლიტერატურული კოლოქვიუმი LCB და ბერლინის ლიტერატურული ფესტივალი ilb.