საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი გერმანული ენის ონლაინ-კურსები

შეისწავლეთ გერმანული ენა, თქვენი ადგილმდებარეობის მიუხედავად,  ჩვენი ონლაინ-კურსების დახმარებით და თავად განსაზღვრეთ სწავლების ტემპი. მნიშვნელობა არ აქვს ენას პროფესიული მიზნებისა თუ პირადი ინტერესებისთვის ეუფლებით, ენის შესწავლას ახლა იწყებთ, თუ უკვე გაქვთ გარკვეული ცოდნა, ჩვენთან ყოველთვის იპოვით შესაბამის კურსს.  ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ კურსებს.  

 

გერმანული ენის შესწავლა

გამოცდილება წარმატების საწინდარია

გოეთეს ინსტიტუტი ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში გერმანული ენის შესწავლას. სულ მცირე 90 ქვეყანაში ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს გერმანული ენის კურსებსა და გამოცდებს.

  • ნებისმიერ საჭიროებაზე მორგებული შეთავაზება
  • სწორი მიდგომა თითოეულ საფეხურზე
  • საერთაშორისოდ აღიარებული ენის სერტიფიკატი

ბიბლიოთეკა

მრავალფეროვანი. ღიაა ყველასათვის.

ჩვენი ბიბლიოთეკა არის ადგილი ყველასთვის, ვისაც სურს კითხვა, მუსიკის მოსმენა, ფილმების ყურება, შთაგონება და ხალხის გაცნობა.

პროექტები

ლიტერატურული პროექტები
Black Sea Lit

Black Sea Lit  გოეთეს ინსტიტუტის შავი ზღვის აუზის ლიტერატურული პროექტია, რომელიც 2023 წლის 16 ივნისიდან 2024 წლის ბოლომდე განხორციელდება და რომელსაც ომის,  სიძულვილისა და ბარბაროსული ნგრევის პირობებში განახლებული დიალოგის მცდელობა უდევს საფუძვლად.

სამი ადამიანი ზღვას უყურებს © Goethe-Institut/Kakhaber Emeridze

კულტურული პროექტები
EU4Culture

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

კულტურული პროექტები
EU4Dialogue

პროექტი EU4Dialogue მიზნად ისახავს ურთიერთობების გამყარებას სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვის რესპუბლიკაში, განათლების და კულტურის სფეროში დიალოგს და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით აქტივობების ხელშეწყობას.

EU4Dialogue @ EU4Dialogue

კულტურული პროექტები
შემოქმედებითი კომპასი

„შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ევროკავშირის დაფინანსებული და გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებული პროექტია, რომელიც საქართველოს რეგიონული ქალაქების, განსაკუთრებით კი, ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

Creative Compass Georgia Foto: Unsplash

გვეწვიეთ გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში

მისამართი

მ. ზანდუკელის ქ. 16


კონტაქტი

ტელეფონი

+995 32 2938945, 2920154, 2933178

ელ.ფოსტა

info-tbilissi@goethe.de

სამუშაო საათები

ორშაბათი–პარასკევი: 09:00–17:30
ორშაბათი–პარასკევი: 12:00–17:30
ორშ. სამშ. ხუთ. პარ.: 10:00-13:00, 14:00-17:00
ოთხ.: 10:00-13:00, 16:00-18:30
ინფორმაცია ტელეფონით: ორშ. სამშ. ხუთ. პარ.: 10:00-13:00, 14:00-17:00
ინფორმაცია ტელეფონით: ოთხ.: 10:30-13:00, 16:00-17:30

ჩვენ შესახებ

კულტურულ სფეროში თანამშრომლობა

გამოგვყევით