ამოცანები და მიზნები

როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გლობალურად მოქმედი კულტურის ინსტიტუტი, აქტიურად ვმონაწილეობთ გერმანიას, ევროპასა და მსოფლიოს შორის დიალოგის ხელშეწყობაში. აღნიშნული ეფუძნება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დადებულ ხელშეკრულებას. მსოფლიოს მასშტაბით ვავრცელებთ ინფორმაციას გერმანიისა და ევროპის კულტურულ და საზოგადოებრივ მრავალფეროვნებაზე. 98 ქვეყანაში მოქმედი 158 გოეთეს ინსტიტუტი თავის პარტნიორებთან ერთად ქმნის ერთ დიდ გლობალურ ქსელს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინსტიტუციურად უწყობს ხელს ჩვენს საქმიანობას. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და სამართლებრივად დამოუკიდებლად, პოლიტიკურად მიუკერძოებლად ვახორციელებთ საქმიანობას.

 ჩვენ წვლილი შეგვაქვს მასპინძელი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემაში გერმანული ენის შემოტანასა და მისი სწავლების გაძლიერებაში. 100.000-ზე მეტ სკოლას მსოფლიოს მასშტაბით ვუჭერთ მხარს, წარმართონ გერმანული ენის ხარისხიანი გაკვეთილი, ასევე უზრუნველვყოფთ გერმანული ენის მასწავლებელთა ჩართვას საკვალიფიკაციო კურსებში. ამასთანავე, ვთავაზობთ ენის კურსებს, როგორიცაა როგორც ზოგადი ენის კურსები, ასევე სემინარები სამოქალაქო და კულტურული  თემატიკის გარშემო. ონლაინ კურსები და დამოუკიდებლად სწავლის პროგრამები ჩვენი შეთავაზებების ნაწილია. ყოველწლიურად მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აბარებს გერმანული ენის გამოცდას გოეთეს ინსტიტუტსა თუ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციაში. შეთავაზებების ფართო სპექტრით მხარს ვუჭერთ განსაკუთრებულად სტუდენტებსა და სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს საზღვარგარეთ, რომლებსაც მიზნად აქვთ გერმანიაში სწავლისა თუ საქმიანობის გაგრძელება.

 ჩვენ ვაფასებთ საერთაშორისო კულტურული დიალოგის პოტენციალს. დაახლ. 20.000 კულტურული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. ჩვენი მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება, კონსულტირება და მდგრადი სტრუქტურების შექმნა კულტურის სფეროში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა, მაგალითად, გადამზადებისა თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ზომები კულტურის სფეროში მოქმედი დაწესებულებებისა, ასევე კულტურული ორგანიზაციების ინტერნაციონალიზაცია. ჩვენი რეზიდენციის პროგრამებით და ზოგადად საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხელს ვუწყობთ გლობალური ქსელის შექმნას და გაფართოებას. სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს ვთავაზობთ თავისუფალ სივრცეს საკუთარი აზრის გამოსახატად და იდეების გასაცვლელად. დემოკრატიულ დიალოგს გვერდს არ ვუვლით მძიმე პერდიოშიც. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების განმტკიცებაში წვლილის შეტანა.

 ჩვენს დიგიტალურ შეთავაზებებთან ერთად, რომლებიც 60-ზე მეტ ენაზეა წარმოდგენილი, ასევე გთავაზობთ 95-მდე ბიბლიოთეკით ფართო ქსელს, ადგილს სასწავლად, შეხვედრებისა და ჩართულობისათვის. ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ფეხს ვუწყობთ დიგიტალიზაციის პროცესებს. მრავალფეროვანი ფორმატების დახმარებით, როგორც მულტიპლიკატორებისთვის, ასევე ექსპერტებისა თუ მოზარდებისთვის, ჩვენ ვქმნით მსოფლიოს მასშტაბით ადგილს აქტიური დიალოგისთვის.

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

გოეთეს ინსტიტუტის მიზნებია:
  • შეასრულოს შუამავლის და თანამონაწილის როლი გერმანიას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის როგორც კულტურის ასევე საგანმანათლებლო დარგებში;
  • გააღვივოს და შიენარჩუნოს სიმპათია და ინტერესი გერმანიის მიმართ;
  • გასცეს ინფორმაციები გერმანიის შესახებ ამიერკავკასიაში;
  • ხელი შეუწყოს გერმანული ენის შესწავლას;
  • ხელი შეუწყოს ევროპულ და ამიერკავკასიურ კულტურებს შორის დიალოგს.
კულტურული მუშაობის ძირითად ასპექტებს წარმოადგენს ამიერკავკასიელი და გერმანელი ხელოვანებისა და ინტელექტუალების შეხვედრები, თანამედროვე გერმანული კულტურის პრეზენტაცია და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა. 

გერმანული ენის შესწავლის ფარგლებში სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში გთავაზობთ სემინარებს და სხვადასხვა პროგრამას გერმანული ენის მასწავლებელთათვის. ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელს ვუწყობთ გერმანული ენის შესწავლის ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის ძირითადი საკითხია. საქართველოში მცხოვრები გერმანელების ეროვნული უმცირესობის გერმანული ენის შესწავლაზე ზრუნავს გერმანიის საელჩო. 

გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლის დიფერენცირებულ პროგრამას. საწყისი კურსებიდან უმაღლეს საფეხურამდე მოსწავლეების სწავლება და მათი გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური გამოცდებისათვის მომზადება თანამედროვე სასწავლო მეთოდებით ხდება.

საინფორმაციო ცენტრი გასცემს ინფორმაციას გერმანიის კულტურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური ასპექტების შესახებ. ის პარტნიორუბს ინფორმაციისა და ლიტერატურის სფეროს თანამშრომლებთან და ამიერკავკასიაში პროფესიულ გაცვლით საქმიანობას უწყობს ხელს. საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ კონკრეტულ საინფორმაციო მომსახურებას. გერმანიით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია ისარგებლოს „ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტის გერმანული ბიბლიოთეკის“ წიგნებისა და საინფორმაციო საშუალებების მდიდარი მარაგით, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი წარმოგიდგენთ. ბაქოსა და ერევნის გერმანული სამკითხველო დარბაზები საშუალებას აძლევენ დაინტერესებულ პირებს აზერბაიჯანსა და სომხეთში თავისუფლად მიიღონ აქტუალური ინფორმაცია. მთარგნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა ზრუნავს გერმანელი ავტორების ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად თარგმნაზე. 

თბილისის გოეთეს ინსტიტუტი ერთ-ერთი უმთავრესი დაწესებულებაა გერმანიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის სფეროში. გერმანიითა და გერმანული ენით ყველა დაინტერესებულ პირისათვის თბილისის გოეთეს ინსტიტუტი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.
 

მეტის ნახვა

გამოგვყევით