საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი გერმანული ენის ონლაინ-კურსები

შეისწავლეთ გერმანული ენა, თქვენი ადგილმდებარეობის მიუხედავად,  ჩვენი ონლაინ-კურსების დახმარებით და თავად განსაზღვრეთ სწავლების ტემპი. მნიშვნელობა არ აქვს ენას პროფესიული მიზნებისა თუ პირადი ინტერესებისთვის ეუფლებით, ენის შესწავლას ახლა იწყებთ, თუ უკვე გაქვთ გარკვეული ცოდნა, ჩვენთან ყოველთვის იპოვით შესაბამის კურსს.  ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ კურსებს.  

 

გერმანული ენის შესწავლა

გამოცდილება წარმატების საწინდარია

გოეთეს ინსტიტუტი ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში გერმანული ენის შესწავლას. სულ მცირე 90 ქვეყანაში ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს გერმანული ენის კურსებსა და გამოცდებს.

  • ნებისმიერ საჭიროებაზე მორგებული შეთავაზება
  • სწორი მიდგომა თითოეულ საფეხურზე
  • საერთაშორისოდ აღიარებული ენის სერტიფიკატი

ბიბლიოთეკა

ახალი სივრცე შეხვედრებისა და შთაგონებისთვის

2025 წლის 26 აპრილს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის განახლებული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ახლებური კონცეფციით ის თანამედროვე, ღია სივრცეა, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სამკითხველო დარბაზი.

ბიბლიოთეკა ახლა უკვე შეხვედრების, სწავლისა და ღონისძიებებისა თუ შემოქმედებითი ფორმატების მრავალმხრივ პლატფორმად იქცა. ეზოში დაგხვდებათ ფერადი პერგოლა, რომელიც ბიბლიოთეკის ტერიტორიას კიდევ უფრო აფართოებს.

განახლებული ბიბლიოთეკა იდეალურია შეხვედრებისთვის, საუბრებისთვის და ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის - იქნება ეს ლიტერატურული შეხვედრები, ვორქშოპები თუ დისკუსიები.
მოხარულები ვართ, რომ კვლავ შეგვიძლია გიმასპინძლოთ ჩვენს ბიბლიოთეკაში და წარმოგიდგინოთ შეხვედრების ახალი სივრცე!
 

Hof vor der Bibliothek mit Pergola © Saba Shengelia / Goethe-Institut Georgien

შემოქმედებითი კომპასი

„შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ევროკავშირის დაფინანსებული და გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებული პროექტია, რომელიც საქართველოს რეგიონული ქალაქების, განსაკუთრებით კი, ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

Creative Compass Georgia საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

EU4Culture

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

გვეწვიეთ გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში

მისამართი

მ. ზანდუკელის ქ. 16


კონტაქტი

ტელეფონი

+995 32 2938945

ელ.ფოსტა

info-tbilissi@goethe.de

სამუშაო საათები

ორშაბათი–პარასკევი: 09:00–17:30
სამშაბათი-პარასკევი: 11:00–19:00
შაბათი: 12:00–16:00
ორშ. სამშ. ხუთ. პარ.: 10:00-13:00, 14:00-17:00
ოთხ.: 10:00-13:00, 16:00-18:30
ინფორმაცია ტელეფონით: ორშ. სამშ. ხუთ. პარ.: 10:00-13:00, 14:00-17:00
ინფორმაცია ტელეფონით: ოთხ.: 10:30-13:00, 16:00-17:30

ჩვენ შესახებ

კულტურულ სფეროში თანამშრომლობა

გამოგვყევით