მედიათეკა

მედიათეკა

გერმანია - ახალი ჰორიზონტები

როგორია გერმანიაში ცხოვრება და სწავლა? ჰარიში, რანია, მიხაელი, ალა, ჯონათანი და ემილი ჩამოვიდნენ ინდოეთიდან, საუდის არაბეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, კოლუმბიიდან და ინგლისიდან. ისინი მოგვითხრობენ გერმანიაში მიღებულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებზე.
» აქ ნახავთ სუბტიტრებს მრავალ ენაზე

    OLED - მცირე მოლეკულებისგან მიღებული შუქი

    მანათობელი შპალერი, სურათები და ელასტიური აპკები, ვარვარა ნათურებისა თუ მოციმციმე ნეონური ნათურების ნაცვლად - ორგანული შუქდიოდების (შემოკლებით - OLEDs) გამოყენების სპექტრი, შეიძლება ითქვას, უსაზღვროა. ისინი უკვე იხმარება, მაგალითად, მობილური ტელეფონებისა და MP3-ფლეერების ეკრანებზე. მკვლევარები დრეზდენში, პოტსდამსა და მაინცში მუშაობენ იმაზე, რომ OLEDs უფრო გამძლე, საიმედო და სხივოსანი გახადონ.

      STED-სხივები ნანოსამყაროში

      ერთმანეთთან 200 ნანომეტრზე ახლოს მდებარე დეტალები - რაც დაახლოებით თმის ღერის სისქის მეორასედს შეესაბამება - ოპტიკური მიკროსკოპით ვერ გაირჩევა. ამის მიზეზი გახლავთ სინათლის ტალღების ბუნება, რომელთა სიგრძის ნახევარი დაახლოებით ამ 200 ნანომეტრს უდრის. მაგრამ ფიზიკოს შტეფან ჰელის მიერ შემუშავებულმა - STED-მიკროსკოპიამ გადალახა ეს მაგიური ზღვარი და შესაძლებელი გახადა გასაოცარი ნანოსამყაროს დანახვა.

        ფრაუნჰოფერის ხაზების 200 წელი

        დაახლოებით 1814 წლისთვის იოზეფ ფონ ფრაუნჰოფერი მზის სპექტრში ბნელი ხაზების ფენომენს იკვლევდა. მან პირველმა მოახერხა სისტემურად გამოეკვლია, გაეზომა და გაესაჯაროებინა ისინი. ფრაუნჰოფერი მათ ობიექტურ მასშტაბად იყენებდა იპტიკური მინის განვითარებისა და შემოწმებისთვის. ფრაუნჰოფერის ხაზები დამკვიდრდა ფიზიკის ტერმინოლოგიაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სპექტრალურ ანალიზსა და სტროფიზიკაში.

          ბუნებრივი კაუჩუკი ბაბუაწვერასგან

          ბაბუაწვერა გამძლე მცენარეა, რომლისგანაც შესაძლებელია რეზინის წარმოებისთვის აუცილებელი, მოთხოვნადი ნედლეულის - კაუჩუკის მიღება. ფრაუნჰოფერის საზოგადოების მკვლევარები დიდი ოდენობით ბუნებრივი კაუჩუკის დასამზადებლად რუსულ ბაბუაწვერას იყენებენ.

            კვანტური ფიზიკა - შემთხვევითობის პრინციპით მიყურადებისგან დაცული

            პრინციპში, ნებისმიერი კოდირების გატეხა შეიძლება, საჭიროა მხოლოდ სათანადო გამოთვლების ჩატარება. სულ სხვაგვარადაა საქმე კვანტურ კრიპტოგრაფიაში: ამ მეთოდით კოდირებული ინფორმაციის გაშიფვრა შეუძლებელია ისე, რომ გამგზავნმა და ადრესატმა ეს ვერ შეამჩნიონ.

              მომავლის ფაბრიკა - ინდუსტრია 4.0

              ინდუსტრია 4.0.-ის ხედვა ჭკვიანი ფაბრიკაა: მანქანა-დანადგარები, ნაწარმი და სატრანსპორტო საშუალებები ერთმანეთთან და ინტერნეტთან ერთ ქსელშია ჩაბმული სენსორების, ამძრავი ელემენტების და ციცქნა გამომთვლელების მეშვეობით, რაც ინფორმაციის მუდმივად გაცვლის შესაძლებლობას იძლევა. წარმოება და ლოგისტიკა უფრო ოპტიმალური ხდება, პროდუქტი ინდივიდუალურად კლიენტის სურვილებზეა მორგებული.