საინფორმაციო ცენტრი

Bild MedienBild Medienსაინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ აუდიო-ვიზუალური და ბეჭდური მედიების აქტუალურ გამოცემებს თანამედროვე თემებსა და მიმართულებებზე როგორც გერმანულ ენაზე, ასევე თარგმანში.

ადგილზე გამოყენებისათვის გთავაზობთ:

  • ოთხ კომპიუტერზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას;
  • გერმანულენოვან წიგნებს შემდეგ თემებზე: წიგნი, საბიბლიოთეკო და საგამომცემლო საქმე, თანამედროვე ხელოვნება და კულტურა;
  • საცნობარო ფონდსა და ლექსიკონებს;
  • გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთებსა დაჟურნალებს;
  • გერმანულ დარგობრივ ჟურნალებს თნამედროვე ხელოვნებასა და კულტურაზე;
  • გერმანელ მწერალთა ნაწარმოებების ქართულ თარგმანებს
  • ვიდეოკასეტებისა და DVD ფონდს თემებზე: წიგნი, საბიბლიოთეკო და საგამომცემლო საქმე, თანამედროვე ხელოვნება და კულტურა.
საინფორმაციო ცენტრი გთვაზობთ აგრეთვე გერმანული ენის შესასწავლ წიგნებს, აუდიოდისკებსა და CD-ROM–ებს სახლში გატანის შესალებლობით. ესენია:
  • ერთენოვანი, განმარტებითი ლექსიკონები
  • გრამატიკის სავარჯიშოები
  • მასალა ლექსიკური მარაგის გაუმჯობესებისათვის
  • გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალა
  • ადვილად საკითხავი ლიტერატურა
  • მხარეთმცოდნეობითი წიგნები
ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული ბიბლიოთეკა” (DBWvH)
გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია.
ეს ბიბლიოთეკა სახლში გატანის შესაძლებლობით გთავაზობთ:
  • გერმანულენოვან წიგნებს გერმანულ საზოგადოებაზე, გერმანიის პოლიტიკასა და სოციოლოგიაზე, ეკონომიკასა და სამართალზე, ისტორიაზე, ფილოსოფიასა და მეცნიერებაზე;
  • გერმანულ დარგობრივ ჟურნალებს საზოგადოებაზე, სოციოლოგიასა და პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და სამართალზე, ისტორიაზე, ფილოსოფიასა და მეცნიერებაზე;
  • ფოლკსვაგენის ფონდისა და გიოტინგენის სამხარეო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის გერმანულენოვან CD-ROM-ებს;
  • მუსიკალურ კომპაქტ.-დისკებსა და აუდიო-წიგნებს;
  • ვიდეოკასეტებისა da DVD ფონდს.
ბმულები თემისათვის

Leabhair á nAistriú – Droichid á dTógáil

An Clár d’Aistritheoirí Cónaithe de chuid Goethe-Institut d’aistritheoirí gairmiúla ó thíortha thar lear

German Think Tanks

Deutschland denkt
There are many German researchers, but how do I find the scholarly experts I need for my current project?