განაცხადების მიღება კულტურის მენეჯერებისთვის

Open call for writers and illustrators EU4Dialogue



განაცხადების მიღება მე-6 კულტურის მენეჯმენტის აკადემიისთვის
კულტურის მენეჯერებისთვის სამხრეთ კავასიიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან


28.06-07.07.2024 - თბილისი, საქართველო
დედლაინი: 8 მაისი, 2024


პროექტის EU4Dialogue ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას კულტურის მენეჯერებისთვის და პროფესიონალებისთვის სამხრეთ კავკასიიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან მე-6 კულტურის მენეჯმენტის აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად.
EU4Dialogue არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ხორციელდება 2021 წლის მაისიდან 2025 წლის აპრილამდე სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში. პროექტი ხელს უწყობს საგანმანათლებლო და კულტურულ დიალოგს პროფესიონალებს, სტუდენტებს და ხელოვანებს შორის, რომელთა მიზანიც არის არსებული საზღვრების დაძლევა.

ორგანიზატორები და პარტნიორები
EU4Dialogue – Component 3 ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მიერ:
გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, Campus France, განათლების სისტემის განვითარების ფონდი (FRSE), ბრიუსელის დიპლომატიური აკადემია, ხელოვნებისა და თანასწორობის ინტერნაციონალური ცენტრი Smashing Times, ლატვიის ნაციონალური ბიბლიოთეკა, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი. 

თემა: ქალაქი, ურბანული სივრცე და არქიტექტურა

კულტურის მენეჯმენტის აკადემიის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ქალაქის, ურბანული სივრცის და არქიტექტურის შესახებ ცოდნის გაზიარება, რაც ქმნის გარემოს სამოქალაქო ჩართულობისთვის და ხელს უწყობს საზოგადოების ინტეგრაციას. 10 დღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ორგანიზებულია ბუქარესტის გოეთეს ინსტიტუტის მიერ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით პროექტის EU4Dialogue ფარგლებში.
კულტურის აკადემიები წარმოადგენენ პლატფორმას ცოდნის გაცვლის და იდეების ერთობლივად განვითარებისთვის. აკადემიების ორგანიზება მოიცავს ურთიერთობის პროცესს და არ გააჩნია პრობლემატური საკითხების გადაჭრის ამბიცია. მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მოწვეულ ლექტორებს, ექნებათ შესაძლებლობა ერთდროულად ასწავლონ და ისწავლონ, გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება და ისწავლონ ერთმანეთისგან და ერთობლივად დიალოგის ფორმატში განავითარონ ურთიერთგაგების ხედვა.

პროგრამა, რომელიც ჩატარდება თბილისში, შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან:

ლექციები და დისკუსიები:

ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები წაიკითხავენ ლექციებს, ხოლო მონაწილეები ჩაერთვებიან სამუშაო სესიებში შემდეგ თემებზე:
- არქიტექტურა, როგორც დამაკავშირებელი - სივრცეების შექმნა, რომლებიც აერთიანებენ საზოგადოებებს, ხელს უწყობენ კულტურათაშორის და თაობათაშორის დიალოგს, საჯარო და დამოუკიდებელ სექტორებს შორის.
- ურბანული განვითარება, როგორც დემოკრატიის საყრდენი (მონაწილეობა, ჩართულობა, გაძლიერება)
- მდგრადობა (კულტურა და არქიტექტურა, როგორც ეკოსისტემის ნაწილი, ეკოლოგიური აზროვნება მდგრადი სოციალური განვითარებისა და პარტნიორობის თვალსაზრისით და ა.შ.)
- არქიტექტურა კონფლიქტის კონტექსტში
- კულტურის მენეჯმენტის მიდგომები და კულტურული ლიდერობის სტრატეგიები
- მეწარმეობა, სახელმწიფო და კერძო დაფინანსება
- ურთიერთობების გაძლიერება ევროპაში და მონაწილე ქვეყნებს შორის

არქიტექტურული ტურები:

ტურების ფარგლებში შერჩეული იქნება შენობები, სკულპტურები და მონუმენტური ძეგლები, რომლებიც წარმოადგენენ ხიდს წარსულსა და აწმყოს შორის და დიალოგს ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე მხატვრულ ინტერპრეტაციას შორის. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, იმოგზაურონ სხვადასხვა ეპოქაში და აღმოაჩინონ თბილისის უნიკალური ურბანული ლანდშაფტი, შეიქმნან შთაბეჭდილება არქიტექტურის, ხელოვნებისა და მემკვიდრეობის ურთიერთზემოქმედების ახალი პერსპექტივების შესახებ.
ვიზიტები სტუდიოებში და არქივში:
სტუმრობა სხვადასხვა არქიტექტურულ და სამხატვრო სტუდიოებში, კერძო არქიტექტურულ არქივებში, რომლებიც განთავსებულია როგორც საჯარო, ისე კერძო სივრცეებში. შეხვედრები მნიშვნელოვან საინიციატივო ჯგუფებთან, კვლევითი პროექტების ავტორებთან და ადგილობრივ გაერთიანებებთან.

სარეზიდენციო პროგრამა:

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, აკადემიის მსვლელობისას ინიცირებული ერთობლივი იდეები, შერჩევის შემთხვევაში, განავითარონ EU4Dialogue-ის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გაწეული იქნება პროექტის მიერ.

აკადემია მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას, გაიცნონ საერთაშორისო ტრენერები და განავითარონ ახალი უნარ-ჩვევები, გაიზიარონ სექტორთაშორისი ინოვაციები, რაც ხელს შეუწყობს კულტურის სექტორის მდგრად განვითარებას.
თითოეული მონაწილე ერთდროულად იქნება მოსწავლე და მასწავლებელიც. შერჩევის შემთხვევაში, მონაწილესადმი თხოვნა იქნება, წვლილი შეიტანონ საკუთარი პროფესიული გამოცდილების საუკეთესო მაგალითების გაზიარებით. ეს შეიძლება იყოს პროექტი, საუკეთესო პრაქტიკა ან გამოწვევის დაძლევის ნიმუში.

EU4Dialogue Project-ის მიზანია მონაწილეებს შეუქმნას სივრცე ახალი იდეების განსავითარებლად და რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა მენეჯერებთან კონტაქტების დასამყარებლად. ამ მიზნით, აკადემია ქმნის კომპეტენციების განვითარების მოდელს, რომელიც დაფუძნებულია თეორიაზე, პრაქტიკაზე, კრეატიულობასა და თანამშრომლობაზე. 25-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა ბოლო 5 აკადემიის მანძილზე პროექტის პარტნიორ ქვეყნებში.
მე-6 აკადემიის მოწვეული ტრენერები და მომხსენებლები მალე გახდება ცნობილი!

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

თუ თქვენ ხართ სამხრეთ კავკასიიდან/ცხოვრობთ სამხრეთ კავკასიაში ან მოლდოვის რესპუბლიკაში (კონფლიქტური რეგიონების ჩათვლით)
- ხართ კულტურის პროდიუსერი არქიტექტურის, ურბანიზმის, ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილებით
- დამოუკიდებლად მუშაობთ, საჯარო ან კერძო კულტურულ ორგანიზაციაში
- გსურთ განავითაროთ თქვენი საკუთარი და ასევე თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობები
- გაინტერესებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაო გარემო
- იმყოფებით თქვენი საქმიანობის და აქტივობების გადახედვის პროცესში და გსურთ გაუზიაროთ თქვენი პერსპექტივა და ისწავლოთ ტრენერებისგან
- გსურთ დაუკავშირდეთ თანამოაზრე ადამიანებს და ერთად განავითაროთ ახალი იდეები და იპოვოთ გადაწყვეტილებები…
მაშინ, EU4Dialogue-ის კულტურის მენეჯმენტის აკადემია თქვენთვის შესაფერისი ადგილია!

ფორმატი, ღონისძიებები, თარიღები

მე-6 კულტურის მენეჯმენტის აკადემია, რომელიც გაიმართება თბილისში 2024 წლის ივნისის და ივლისის თვეებში, კულტურული აქტივობებისა და პროექტის იდეების განვითარების შესაძლებლობის გარდა, გთავაზობთ ინტენსიურ სემინარში  მონაწილეობას

1. კულტურის მენეჯმენტის აკადემია

აკადემიის ეტაპები:
28 ივნისი - ჩასვლა თბილისში
29-30 ივნისი - გაცნობითი მოდულები და ტურები
1-6 ივლისი - ინტენსიური სასემინარო მოდულები და  აქტივობები
7 ივლისი - თბილისიდან გამგზავრება

პროგრამა გთავაზობთ შესაძლებლობას, მიიღოთ მონაწილეობა ინტენსიურ სემინარში, რომელიც მოიცავს ლექციებს, ვორქშოფებს, ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ სესიებს, არქიტექტურულ ტურებს, სტუდიოებში და არქივში ვიზიტებს, ფილმების ჩვენებას და სხვა აქტივობებს, რომლებიც ეხება ზემოთ მითითებულ თემას.
ჩვენ გვინდა შევქმნათ გარემო, რომელშიც კულტურული სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელი შეძლებს, დაესწროს პროფესიულ ერთკვირიან სემინარს, რომელსაც უცხოელი ტრენერები ჩაატარებენ, რათა მათ შეძლონ გაუმკლავდნენ ამ სექტორის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს.

სემინარის განმავლობაში მოეწყობა თანმხლები აქტივობები, როგორიცაა ექსკურსია მონაწილეებისა და სტუმრებისთვის; ღია და დახურული ღონისძიებები. შეხვედრები მონაწილეებსა და ადგილობრივ კულტურულ ინსტიტუციების წარმომადგენლებს შორის. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ.

2. სარეზიდენციო პროგრამები

კომპეტენციის განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, აკადემია იძლევა შესაძლებლობას მონაწილეებმა წარადგინონ აკადემიის მსვლელობისას წარმოქმნილი საპროექტო წინადადებები. შერჩეული საპროექტო წინადადებების ავტორები შეძლებენ, გააგრძელონ მუშაობა პროექტებზე აკადემიის დასრულების შემდეგ სარეზიდენციო პროგრამების ფარგლებში.

რეზიდენციები ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას და საზღვრებს მიღმა პარტნიორობას, იძლევა შესაძლებლობას, მონაწილეებმა სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში განავითარონ აკადემიის დროს წარმოქმნილი იდეები და კონცეფციები. რეზიდენციების მიზანია კულტურის მენეჯერების და პროფესიონალების ქსელის გაფართოება და ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში.

რას გთავაზობთ აკადემია?

შერჩევის შემდეგ მიიღებთ სრულ დაფინანსებას, რომელიც ფარავს ყველა აქტივობაში მონაწილეობის ხარჯებს, საცხოვრებელ და მგზავრობის ხარჯებს, თბილისში ყოფნის პერდიემს.

ენა

აკადემიის სამუშაო ენაა ინგლისური (დამაკმაყოფილებელია კომუნიკაციის საშუალო დონე).

*განაცხადების წარდგენისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ პროექტის EU4Dialogue სპეციფიკა. რამდენადაც პროექტი მიზნად ისახავს რეგიონთაშორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში, კონფლიქტური რეგიონების ჩათვლით, მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადახვა რეგიონიდან. სასურველია, არ მოხდეს ეროვნული და პოლიტიკური საკითხების თემატიზება, რომლებმაც გამოიწვია კონფლიქტები ახლო წარსულში, არამედ ყურადღება დაეთმოს პროფესიული თანამშრომლობის ურთიერთგაზიარებას და ერთობლივი შესაძლებლობების განვითარებას. ურთიერთპატივისცემა, დიალოგი და ერთმანეთის მოსმენა იქნება აკადემიის მთავარი პრინციპი.
პროგრამის მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება პირისპირ შეხვედრის ორგანიზება. გვიგულეთ თქვენს განკარგულებაში.


აპლიკაციის დედლაინი

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 მაისამდე.
გაიარეთ რეგისტრაცია გოეთეს აპლიკაციის პორტალზე (GAP). GAP-ზე ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ გექნებათ წვდომა რეგისტრაციაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ: Maria-Andreea.Mora@goethe.de