კურსის მონაწილეს უნდა ჰქონდეს წვდომა Mac, iPad, Tablet, პერსონალურ კომპიუტერზე ან ლეპტოპზე.
მას უნდა ჰქონდეს მიკროფონიანი ყურსასმენი მოწყობილობა.
აუციელებელია სტაბილური ინტერნეტ კავშირი (WLAN-ი საკმარისი სიხშირით) ონლაინ სესიებისთვის.
აქ შეგიძლიოთ შეამოწმოთ თქვენი ინტერნეტის სიმძლავრე:
სწრაფი ტესტი ონლაინ გერმანულისთვის
ონლაინ გაკვეთილი ტარდება ვირტუალურ საკლასო ოთახში ზუმით.
თუ არსებული სიტუაცია შეიცვლება და შესაძლებელი გახდება გაკვეთილის ინსტიტუტში ჩატარება, ჩვენ მოქნილად ვიმოქმედებთ და გაკვეთილის ჩატარებას ინსტიტუტში შემოგთავაზებთ.
გაკვეთილები, რომლებიც ზუმით ტარდება, მაქსიმალურად მიახლოებულია აუდიტორიაში ჩატარებულ გაკვეთილებთან. თქვენ ინტერაქტიულად ვარჯიშობთ ყველა უნარში სხვა ჯგუფელებთან და მასწავლებელთან ერთად. ეს ყველაფერი მოსახერხებელია სახლიდან თქვენს მიერ დაჯავშნილ დღეებსა და დროებში.
კვალიფიციური მასწავლებლის დახმარებით თქვენ შეიძენთ ახალ უნარებს ოთხივე სფეროში როგორიც არის - მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. მთელი ტრიმესტრის განმავლობაში თქვენ რეგულარულად მიიღებთ ინდივიდუალურ უკუკავშირს მასწავლებლისგან, როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე დასწრებულ გაკვეთილზე.
ზუმის ლინკს და პასვორდს თქვენი მასწავლებლისგან პირველი გაკვეთილის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე მიიღებთ.
შერეული ფორმატის კურსისთვის საჭირო ყველა სასწავლო მასალა უფასოა და მათზე დისტანციური წვდომა გექნებათ.
კურსზე გამოიყენება სახელმძღვანელო წიგნი და სავარჯიშოების წიგნი. წიგნებს კურსის დაჯავშნის შემდეგ გოეთეს ინსტიტუტისგან მიიღებთ. კურსის დაწყების წინ მიიღებთ შეტყობინებას იმეილის სახით. ჩვენ მოგწერთ, თუ როდის უნდა წაიღოთ წიგნები გოეთეს ინსტიტუტიდან. სახელმძღვანელოების ფასი კურსის საფასურში შედის.