კულტურა

ჩვენ ხელს ვუწყობთ კულტურულ გაცვლას, განათლებასა და სოციალურ დისკურსს

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ხელს უწყობს საერთაშორისო კულტურულ გაცვლას და  ყურადღებას გლობალურ ერთობაზე ამახვილებს. ჩვენი პროექტები და საგრანტო პროგრამები მასპინძელი ქვეყნების დაწესებულებებთან, წამოწყებებთან და ხელოვნების წარმომადგენლებთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით იქმნება. ჩვენ ვაგებთ ხიდებს კულტურას, განათლებასა და მეცნიერებას შორის და ვქმნით სივრცეებს ღია, სანდო დიალოგისთვის.
 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები

  • კულტურის პროექტები

    EU4Culture

    EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

    EU4Culture Foto: Ian Dooley / Unsplash Foto: Ian Dooley / Unsplash

  • კულტურის პროექტები

    EU4Dialogue

    პროექტი EU4Dialogue მიზნად ისახავდა ურთიერთობების გამყარებას სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვის რესპუბლიკაში, განათლების და კულტურის სფეროში დიალოგს და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით აქტივობების ხელშეწყობას.
     

    EU4Dialogue Foto: EU4Dialogue Foto: EU4Dialogue

  • კულტურის პროექტები

    შემოქმედებითი კომპასი

    „შემოქმედებითი კომპასი“ საქართველოს რეგიონებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას ისახავს მიზნად, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

    შემოქმედებითი კომპასი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

პროექტები

  • კულტურის პროექტები აზერბაიჯანში

    ენის სასწავლო ცენტრთან და უნივერსიტეტში არსებულ სამკითხველო დარბაზთან მჭიდრო თანამშრომლობით გოეთეს ინსტიტუტი მხარს უჭერს კულტურათაშორის ურთიერთობებსა და გერმანულ ენის პოპულარიზაციას აზერბაიჯანში. 2017 წელს გოეთეს ცენტრის დაარსებით გერმანულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

  • ექსპერიმენტული ოპერა ,,კაქტუსი"

    2025 წლის 22 და 23 ნოემბერს, თეატრში „ჰარაკიი“ წარმოდგენილი იყო მულტიმედიური, ექსპერიმენტული ოპერა „კაქტუსი“ — საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის პროექტი.

    Hilde Goethe-Institut Goethe-Institut

  • საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 30 წლისაა

    საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 2024 წელს 30 წლის ხდება. გულითად მადლობას ვუხდით ხელოვანებს, მეგობრებს, პარტნიორ ინსტიტუციების წარმომადგენლებს ხანგრძლივი თანამშრომლობისა და ნდობისთვის. მოხარული ვიქნებით, თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ეს საიუბილეო თარიღი 28 ივნისს!  

ბიბლიოთეკა

ჩვენი ბიბლიოთეკა არის ადგილი ყველასთვის, ვისაც სურს კითხვა, მუსიკის მოსმენა, ფილმების ყურება, შთაგონება და ხალხის გაცნობა.

@ Goethe-Institut

ციფრული ბიბლიოთეკა

„Onleihe“ გოეთეს ინსტიტუტის უფასო ციფრული ბიბლიოთეკაა. ამჟამად ის 20.000 გერმანულენოვან ელექტრონულ წიგნზე, აუდიო რესურსზე, მასალაზე გერმანული ენის შემსწავლელთათვის, ჟურნალსა და გაზეთზე წვდომისა და მათი გადმოწერის, ასევე ფილმების ონლაინ რეჟიმში ყურების საშუალებას იძლევა.

Titelbild - Onleihe: Die digitale Bibliothek Illustration: Maria Tran Larsen © Goethe-Institut

მთარგმნელობითი მუშაობის ხელშეწყობა

Გვსურს საერთაშორისო აუდიტორიას გავუმარტივოთ წვდომა უახლეს გერმანულენოვან ლიტერატურაზე, დარგობრივ სახელმძღვანელოებსა და წიგნებზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. 

გამოგვყევით