სექტემბრიდან განახლდება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ტრადიციული საბავშვო სალიტერატურო კლუბის შეხვედრები!
გერმანული ლიტერატურისადმი ინტერესის გასაღვივებლად ჩვენი კლუბი არაერთ სახალისო აქტივობას გთავაზობთ: ხატვა, ხელსაქმე, სიმღერა და თამაში.
ლიტერატურულ კლუბში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გერმანული ენის დამწყებ შემსწავლელებს, ასევე მათაც, ვისთვისაც გერმანული ენა ჯერ კიდევ სრულიად უცხოა.
კლუბის მონაწილეები კვლავინდებურად ორ ასაკობრივ ჯგუფად გადანაწილდებიან: 6-დან 8 წლამდე და 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
შეხვედრების რაოდენობა - სულ 4 შეხვედრა (თვეში ერთხელ);
შეხვედრებს გაუძღვებიან გოეთეს ინსტიტუტის პედაგოგები და გერმანულენოვანი მოწვეული სტუმრები.
მოუთმენლად ველით ჩვენს ძვირფას მონაწილეებთან შეხვედრას!
რეგისტრაცია დასრულებულია.
დარეგისტრირების მსურველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო, სამწუხაროდ, ახალ განაცხადებს ვეღარ მივიღებთ.