თქვენ გსურთ...
- გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად მომზადება,
- სამუშაოდ გერმანული ენის მაღალი დონის ცოდნის დადასტურება,
- გერმანიაში სამედიცინო სფეროში საქმიანობისთვის მომზადება,
- C1 დონეზე წარმატებული სწავლის შედეგის დადასტურება,
- ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება?
სიახლე 2024
თქვენ შეგიძლიათ 2024 წლის 1 იანვრიდან ჩააბაროთ ახალი, მოდულარული გამოცდა Goethe-Zertifikat C1. მასალები და ინფორმაცია გამოცდის შესახებ იხილეთ "სავარჯიშო მასალებსა" და "დამატებით ინფორმაციაში".
ახალი, მოდულარული გამოცდა Goethe-Zertifikat C1 2024 წელს მთელ მსოფლიოში ჩაანაცვლებს მიმდინარე გამოცდას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს თქვენი გამოცდის თარიღის დაგეგმვისას.
Goethe-Zertifikat C1 გერმანული ენის გამოცდაა ზრდასრულებისათვის. ის ადასტურებს ენის ცოდნის მაღალ დონეს და ენების საერთო ევროპული სარეკომენაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი კომპეტენციების სკალის მეხუთე საფეხურს (C1) შეესაბამება.
გამოცდის ჩაბარებით თქვენ წარმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ...
- გერმანული ენის საზოგადოებრივ, აკადემიურ და პროფესიულ სფეროში
ეფექტურად და მოქნილად გამოყენება.
- უცნობ თემებზე რთული და გრძელი ტექსტების და, ასევე, მათი იმპლიციტური მნიშვნელობების გაგება,
- კომპლექსურ თემებზესტრუქტურირებული და დეტალური ტექსტების შედგენა,
- აზრების სპონტანურად და თავისუფლად გამოხატვა და პოზიციის დამაჯერებლად წარდგენა.
გთხოვთ, გაეცნოთ გოეთეს სერთიფიკატის C1-ის საფუძველზე უცხოელი სტუდენტების უცხო ენის მისაღები გამოცდებისგან გათავისუფლების შესაძლებლობებს თქვენს უმაღლეს სასწავლებელში ან შესაბამის მოსამზადებელ კოლეჯში სწავლის დაწყებამდე.
Prüfungstermine
*) მოცემული შეღავათიანი ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ესწრებოდით გოეთეს ინსტიტუტის კურსს ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ექვს თვეში იგულისხმება პერიოდი ენის კურსის დასრულებასა და გამოცდის თარიღს შორის. ამ შემთხვევაში გამოცდის საფასურის გადახდის დროს ავტომატურად იცვლება ფასი. თუ ეს ასე არ მოხდა, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ენის კურსების ბიუროს.
გამოცდის Goethe-Zertifikat C1 შედეგები
სავარჯიშო მასალები
აქ იხილავთ საგამოცდო ნიმუშებსა და სავარჯიშოებს ონლაინ გავარჯიშებისთვის, თავისუფალ წვდომაში და ინტერაქტიული ფორმით.
დამატებითი ინფორმაცია
წინაპირობები, გამოცდის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია Goethe-Zertifikat C1-ის შესახებ იხილეთ აქ: