ამოცანები და მიზნები
მრავალფეროვნებისთვის, თანამშრომლობისა და ნდობისთვის.
როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გლობალურად მოქმედი კულტურის ინსტიტუტი, აქტიურად ვმონაწილეობთ გერმანიას, ევროპასა და მსოფლიოს შორის დიალოგის ხელშეწყობაში. აღნიშნული ეფუძნება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დადებულ ხელშეკრულებას. მსოფლიოს მასშტაბით ვავრცელებთ ინფორმაციას გერმანიისა და ევროპის კულტურულ და საზოგადოებრივ მრავალფეროვნებაზე. 100 ქვეყანაში მოქმედი 154 გოეთეს ინსტიტუტი თავის პარტნიორებთან ერთად ქმნის ერთ დიდ გლობალურ ქსელს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინსტიტუციურად უწყობს ხელს ჩვენს საქმიანობას. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და სამართლებრივად დამოუკიდებლად, პოლიტიკურად მიუკერძოებლად ვახორციელებთ საქმიანობას.
ჩვენ წვლილი შეგვაქვს მასპინძელი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემაში გერმანული ენის შემოტანასა და მისი სწავლების გაძლიერებაში. 100.000-ზე მეტ სკოლას მსოფლიოს მასშტაბით ვუჭერთ მხარს, წარმართონ გერმანული ენის ხარისხიანი გაკვეთილი, ასევე უზრუნველვყოფთ გერმანული ენის მასწავლებელთა ჩართვას საკვალიფიკაციო კურსებში. ამასთანავე, ვთავაზობთ ენის კურსებს, როგორიცაა როგორც ზოგადი ენის კურსები, ასევე სემინარები სამოქალაქო და კულტურული თემატიკის გარშემო. ონლაინ კურსები და დამოუკიდებლად სწავლის პროგრამები ჩვენი შეთავაზებების ნაწილია. ყოველწლიურად 750 000-ზე მეტი ადამიანი მთელ მსოფლიოში აბარებს გერმანულ გამოცდას გოეთეს ინსტიტუტში ან ჩვენს პარტნიორებთან ერთად. შეთავაზებების ფართო სპექტრით მხარს ვუჭერთ განსაკუთრებულად სტუდენტებსა და სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს საზღვარგარეთ, რომლებსაც მიზნად აქვთ გერმანიაში სწავლისა თუ საქმიანობის გაგრძელება.
ჩვენ ვაფასებთ საერთაშორისო კულტურული დიალოგის პოტენციალს. დაახლ. 25.000 კულტურული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. ჩვენი მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება, კონსულტირება და მდგრადი სტრუქტურების შექმნა კულტურის სფეროში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა, მაგალითად, გადამზადებისა თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ზომები კულტურის სფეროში მოქმედი დაწესებულებებისა, ასევე კულტურული ორგანიზაციების ინტერნაციონალიზაცია. ჩვენი რეზიდენციის პროგრამებით და ზოგადად საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხელს ვუწყობთ გლობალური ქსელის შექმნას და გაფართოებას. სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს ვთავაზობთ თავისუფალ სივრცეს საკუთარი აზრის გამოსახატად და იდეების გასაცვლელად. დემოკრატიულ დიალოგს გვერდს არ ვუვლით მძიმე პერდიოშიც. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების განმტკიცებაში წვლილის შეტანა.
ჩვენს დიგიტალურ შეთავაზებებთან ერთად, რომლებიც 65-ზე მეტ ენაზეა წარმოდგენილი, ასევე გთავაზობთ 87-მდე ბიბლიოთეკით ფართო ქსელს, ადგილს სასწავლად, შეხვედრებისა და ჩართულობისათვის. ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ფეხს ვუწყობთ დიგიტალიზაციის პროცესებს. მრავალფეროვანი ფორმატების დახმარებით, როგორც მულტიპლიკატორებისთვის, ასევე ექსპერტებისა თუ მოზარდებისთვის, ჩვენ ვქმნით მსოფლიოს მასშტაბით ადგილს აქტიური დიალოგისთვის.