საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 30 წლისაა

Logo 30 Jahre Goethe-Institut Georgien © Goethe-Institut Georgien Goethe-Institut Georgien Goethe-Institut Georgien

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 2024 წელს 30 წლის ხდება. გულითად მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს პარტნიორს, ხელოვანსა, მეგობარსა და სხვადასხვა ორგანიზაციას ხანგრძლივი თანამშრომლობისა და ნდობისთვის. მოხარული ვიქნებით, თქვენთან ერთად ავღნიშნოთ ეს საიუბილეო თარიღი 28 ივნისს!  

საქართველს გოეთეს ინსტიტუტი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მისი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც თანამედროვე გერმანული ხელოვნება და კულტურა, თუ გერმანული ენა აინტერესებს. 2024 წელს ჩვენ დაარსებიდან 30 წლის იუბილეს ავღნიშნავთ. გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში 1994 წლიდან ახორციელებს ფართო სპექტრის კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობითაც ის ხელს უწყობს გერმანელ და ქართველ, ისევე როგორც კავკასიელ ხელოვანთა შორის უწყვეტ დიალოგსა და კულტურულ ურთიერთთანამშრომლობას. თავისი საქმიანობით ის ამ რეგიონში აქტიურად წარმოაჩენს თანამედროვე გერმანულ და ევროპულ კულტურას, ისე როგორც თანამედროვე გერმანიის სახეს ევროპულ კონტექსტში.