Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1

თქვენ გსურთ ...

  • გერმანიაში Au-Pair-პროგრამაში მონაწილეობის მიღება
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი ოჯახის გაერთიანებისათვის საჭირო ვიზის მისაღებად
  • A1-ის დონეზე წარმატებული სწავლის დადასტურება
  • ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მოპოვება

Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1 არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის. ის ადასტურებს გერმანული ენის საწყისი დონის ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის  პირველ (A1) საფეხურს შეესაბამება.

ამ გამოცდის ჩაბარებით თქვენ ადასტურებთ, რომ შეგიძლიათ ...

  • მარტივი კომუნიკაციის დამყარება, თუკი თქვენი თანამოსაუბრეები ნელა და გარკვევით ლაპარაკობენ.
  • ნაცნობი, ყოველდღიური გამონათქვამებისა და სრულიად მარტივი ფრაზების გაგება და გამოყენება (მაგ. ინფორმაცია პიროვნებასა და ოჯახზე, საყიდლებზე. სამუშაოსა და ახლო გარემოცვაზე)
  • სხვებისათვის თავის წარდგენა და სხვა ადამიანებისათვის მათ შესახებ კითხვების დასმა - მაგ. თუ სად ცხოვრობენ ისინი, ვის იცნობენ და რა საგნებს ფლობენ.

Prüfungstermine

*) მოცემული შეღავათიანი ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ესწრებოდით გოეთეს ინსტიტუტის კურსს ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ექვს თვეში იგულისხმება პერიოდი ენის კურსის დასრულებასა და გამოცდის თარიღს შორის. ამ შემთხვევაში გამოცდის საფასურის გადახდის დროს ავტომატურად იცვლება ფასი. თუ ეს ასე არ მოხდა, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ენის კურსების ბიუროს.

Goethe Zertifikat A1: Start Deutsch 1-ის შედეგები

მომზადება

სავარჯიშო მასალები

აქ იპოვი გამოცდის ნიმუშებსა და სავარჯიშო მასალებს შეუზღუდავ წვდომაში როგორც ინტერაქტიულ, ასევე ონლაინ-რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაცია

Goethe- Zertifikat A1: Start Deutsch 1 გამოცდის წინაპირობები, შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: