EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება.
პროექტი მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა.
EU4Culture-ს ბიუჯეტი შეადგენს 7,85 მილიონ ევროს, რომელიც მოხმარდება ქალაქების კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, არტისტებისა და კულტურის პროფესიონალების მობილობის პროგრამების დაფინანსებას, ასევე ფესტივალების, კულტურული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას.
პროექტი დაიწყო 2021 წლის 1 იანვარს და დასრულდება 2024 წლის 31 დეკემბერს.