მსოფლიოსთან კავშირი. მრავალფეროვნებისთვის, თანამშრომლობისა და ნდობისთვის.
ჩვენ ვაკავშირებთ ადამიანებს მსოფლიოს გარშემო. როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის ინსტიტუტი, ხელს ვუწყობთ კულტურათა შორის დიალოგს, განათლებას და საზოგადოებრივ დისკურსებს საერთაშორისო კონტექსტში, ასევე გერმანული ენის სწავლა-სწავლების პროცესს. პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვითვალისწინებთ გლობალურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და განსხვავებულ პერსპექტივებს ერთმანეთთან ვაახლოებთ. მოსმენა და რეფლექცია არის თანამშრომლობის გასაღები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ღიაობას, მრავალფეროვნებასა და მდგრად განვითარებას. ეს პრინციპები მოიაზრება ყველა ჩვენს შეთავაზებასა თუ ზოგადად საქმიანობაში.