EU4Dialogue
პროექტის შესახებ
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალკომპონენტიანი პროექტი EU4Dialogue მიმდინარეობდა 2021 წლის მაისიდან 2025 წლის აპრილამდე და მიზნად ისახავდა დიალოგისა და ადამიანებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში.
მესამე კომპონენტს – ურთიერთობების გაღრმავება განათლებისა და კულტურის მეშვეობით – ხელმძღვანელობდა DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) საქართველო. ამ კომპონენტის ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტი უზრუნველყოფდა ხელოვანებსა და კულტურის მენეჯერებს შორის თანამშრომლობისა და რეგიონული კავშირების გაღრმავებას.
ზემოაღნიშნული კომპონენტის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ სამუშაო პაკეტს. სამუშაო პაკეტის „ხელოვნება და კულტურა“ ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი კონსორციუმში თანამშრომლობდა გერმანიის არქეოლოგიურ ინსტიტუტთან, დუბლინში დაფუძნებულ ორგანიზაცია Smashing Times-თან და ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.
პროექტი ძირითადად ემყარებოდა პირადი კონტაქტებსა და პროფესიულ ურთიერთობებს განათლებისა და კულტურის მიმართულებით.