საზაფხულო ბანაკები 2022
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკები
გინდა დაუვიწყარი ზაფხული გაატარო? გერმანული ენა ისწავლო და თან კარგად გაერთო?
მაშინ აუცილებლად დარეგისტრირდი ჩვენს საზაფხულო ბანაკებზე. ჩვენ გთავაზობთ საინტერესო გასართობ პროგრამას და გერმანული ენის ინოვაციურ გაკვეთილებს, გერმანელ და ქართველ პედაგოგებთან და თანმხლებ პირებთან ერთად!
თამაში და თავგადასავალი ბუნებაში, ახალი მეგობრები და... და... და... -
საუკეთესო შესაძლებლობა სასკოლო არდადეგების გასატარებლად!
იჩქარე! თითო ბანაკზე მაქს. 20 ადგილია.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
ბანაკ N2 და N4-ში, ბაკურიანში, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია თეატრალური ვორქშოპი, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ გერმანულ ენაზე სხვადასხვა საინტერესო თეატრალური ექსპერიმენტის ჩატარება. ისინი შეძლებენ სიტყვების უკან ახალი ისტორიებისა და სამყაროს აღმოჩენას! სიტყვების გარშემო განსხვავებული იმპროვიზაციები და მუსიკალური სავარჯიშოები ვორქშოპის განუყოფელი ნაწილია.
ვორქშოპს უძღვება პროფესიონალი გერმანელი მსახიობი - მარაიკე ვენცელი!
ბანაკი N3 პანტიანში 07.07-14.07 ბოლომდე დაჯავშნილია!
ფასი: 1900 ლარი თითო მონაწილეზე (დღგ.-ის ჩთ.)
რეგისტრაცია შეგიძლია გაიარო აქ.
რეგისტრაციის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებ ინვოისს თანხის გადასარიცხად.