გერმანული ენის: სწავლება. გაზიარება. შთაგონებად ქცევა
ხართ სტუდენტი და გერმანისტის ან გერმანული ენის პედაგოგის პროფესიას ეუფლებით? არ იცით რა სპეციალობა აარჩიოთ და შთაგონებას და ინფორმაციას ეძებთ? უკვე ხართ გერმანული ენის ახალბედა პედაგოგი, მაგრამ სიამოვნებით გაეცნობოდით ინფორმაციას კარიერული წინსვლის შესახებ? ან იქნებ მონათესავე დარგს შეისწავლით, მაგრამ თვალსაწიერის გაფართოება და მასწავლებლობა გსურთ? ჩვენ გეტყვით, რას უნდა ელოდეთ და როგორ შეგვიძლია მეგზურობა გაგიწიოთ.
პროფესიული პერსპექტივა
მსოფლიოში დაახლოებით 130 მილიონი ადამიანისთვის გერმანული მშობლიური ან მეორე ენაა, ხოლო 15,4 მილიონი ადამიანი მას როგორც უცხო ენას სწავლობს. თქვენ, როგორც გერმანული ენის მასწავლებელი, ამ მსოფლიო ქსელის ნაწილი ხართ და თქვენს წილ შანსს აძლევთ, როგორც ახალგაზრდებს, ისე ზრდასრულებს, წარმატებით და ხალისით შეისწავლონ გერმანული ენა.
გაგაცნობთ ინფორმაციას ჩვენი საკონსულტაციო შემოთავაზებების, პროფესიის დაუფლების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის, არსებული და ახალი საკვალიფიკაციო პროგრამების თაობაზე.
წინ დიდი აღმოჩენები გველის, დავიწყოთ!
გაგაცნობთ ინფორმაციას ჩვენი საკონსულტაციო შემოთავაზებების, პროფესიის დაუფლების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის, არსებული და ახალი საკვალიფიკაციო პროგრამების თაობაზე.
წინ დიდი აღმოჩენები გველის, დავიწყოთ!
გაეცანით ინფორმაციას ჩვენი საკვალიფიკაციო შემოთავაზებების თაობაზე
მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული ჩვენი შემოთავაზებები კარიერის სხვადასხვა ეტაპზე გაგიწევთ მეგზურობას ან გამოგადგებათ ორიენტირად პროფესიის ან უმაღლეს სასწავლებელში სპეციალობის არჩევამდე.