EU4Culture: კონკურსი კულტურული და ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად

ადამიანები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში Ian Dooley / Unsplash

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურული და ინოვაციური პროექტების მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, „EU4Culture-ის ქალაქების ქსელის“ ფარგლებში ხელი შეუწყოს კულტურათაშორის თანამშრომლობასა და დიალოგს. 

კონკურსი მხარს დაუჭერს ორი ტიპის პროექტებს:
  • კულტურული პროექტები,  რომელთა ამოცანაა კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარება, ნამუშევრების შექმნა და წარდგენა, ადგილობრივი კულტურული ტრადიციების ხელშეწყობა და კულტურული გაცვლებისათვის საჭირო გარემოს შექმნა.
  • ინოვაციური პროექტები, რომელთა მიზანიცაა სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ლოკალური ეკოსისტემების განვითარება კულტურის, შემოქმედებითი, ტურიზმის და სხვა სექტორების გაერთიანების გზით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არაკომერციულ (კერძო ან საჯარო) ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში და ახორციელებენ აქტივობებს სულ მცირე 2 წლის განმავლობაში. წინადადებების წარდგენა შეუძლია ცალკეულ ორგანიზაციას ან კონსორციუმს, რომელშიც ორიდან ხუთ პარტნიორამდე შეიძლება გაერთიანდეს. მთავარ განმცხადებელს უნდა ჰქონდეს  „EU4Culture-ის ქალაქების ქსელის“ რომელიმე ქალაქში (სია იხილეთ ქვემოთ) აქტივობების განცორციელების გამოცდილება, თუმცა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება არ არის სავალდებულო თანაგანმცხადებლებისთვის.

კონკურსი მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც მაქსიმუმ 10 თვემდე გაგრძელდება და 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში განხორციელდება. თითოეული პროექტისთვის მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 25,000 ევროა.

განაცხადის შესატანად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე და წარადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტები. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 ივლისი, 18:00 საათი (ცენტრალური ევროპის დროით).

„EU4Culture-ის ქალაქების ქსელი“ პროექტ EU4Culture-ის ფარგლებში შექმნილი პლატფორმაა. მისი მიზანია, კულტურისა და შემოქმედებით სექტორში თანამშრომლობის ხელშეწყობა 14 შერჩეულ ქალაქში, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის დაფინანსება კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად. ეს ქალაქებია: ქუთაისი, ფოთი და ზუგდიდი საქართველოში; ხირდალანი, ლანკარანი და შაქი აზერბაიჯანში; კაჰული და ორჰეი მოლდოვაში; ჩარენცავანი, იჯევანი და სევანი სომხეთში; და ოდესა, რივნე და ვინიცა უკრაინაში.

პროექტს, EU4Culture, ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

გაიგეთ მეტი კონკურსის შესახებ:
  ​​​​​​​

კონტაქტი

მარიკა ჯაბუა
პროექტის EU4Culture კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში