ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture ხელოვანებისა კულტურის პროფესიონალების საერთაშორისო მობილობის მხარდასაჭერად მე-3 კონკურსს აცხადებს. კონკურსში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ხელოვანებს რეგიონებიდან.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხელოვანებსა და კულტურის ყველა სექტორის წარმომადგენლებს. კანდიდატი უნდა იყოს 18 ან მეტი წლის და შემდეგი ქვეყნების მოქალაქე ან ლეგალური რეზიდენტი: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. კონკურსი განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს მონაწილეებს რეგიონებიდან და საკონკურსო ბიუჯეტის ნახევარს სწორედ მათთვის გამოყოფს (აღნიშნული არ ვრცელდება უკრაინელ და ბელარუს აპლიკანტებზე).
რა ტიპის აქტივობები ფინანსდება?
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სხვა ქვეყანაში სტაჟირება, სასწავლო ვიზიტები, კონფერენციებზე მონაწილეობა, პროფესიული განვითარების პროგრამები და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლასა და კულტურათაშორის დიალოგს.
როგორია მობილობის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი?
- მოკლევადიანი მობილობა (5-10 კალენდარული დღე) – 1500 ევრომდე
- საშუალოვადიანი მობილობა (5 კვირამდე) - 3500 ევრომდე
- გრძელვადიანი მობილობა (12 კვირამდე) - 5000 ევრომდე
- ვირტუალური მობილობა - 1000 ევრომდე
როგორ ხდება კონკურსში მონაწილეობის მიღება?
აპლიკანტებმა უნდა მოამზადონ სამოქმედო გეგმა ბიუჯეტთან ერთად ონლაინ განაცხადის ფორმის გამოყენებით და წარადგინონ გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე (GAP).
მობილობის პროექტები შეიძლება განხორციელდეს 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 27 მარტი, 15:00 (ცენტრალური ევროპის დროით).
EU4Culture-ის მობილობის გრანტების პირველი ორი კონკურსის განმავლობაში 155 ხელოვანი და კულტურის სფეროს წარმომადგენელი დაფინანსდა. 2024 წლამდე კიდევ ორი კონკურსი გამოცხადდება. პროექტს EU4Culture ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
განაცხადის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ რუსუდან ებრალიძეს, პროექტის EU4Culture გრანტებისა და მობილობის მენეჯერს, ელ.ფოსტის მისამართზე: ✉️ Rusudan.Ebralidze@goethe.de
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: