დახელოვნების კურსები

პროგრამირება მინი კომპიუტერით "CALLIOPE"

გოეთეს ინსტიტუტის სემინარი (7.-31.5.21)

სემინარზე "JuniorUni" შეიყობთ, როგორ შეგიძლიათ ახალგაზრდული დიგიტალური უნივერსიტეტის გამოყენება გერმანული ენის გაკვეთილზე. სემინარზე აქცენტი გაკეთდება ვიდეოლექციაზე "Coding mit Calliope mini".

სემინარის მიზანია, რომ მასწავლებლებმა

  • შეძლონ CLIL-გაკვეთილის დაგეგმვა  და გაეცნონ მის ნიშან-თვისებებსა და თეორიულ საფუძვლებს
  • გაეცნონ პროექტის „Digitale JuniorUni“ გამოყენების შესაძლებლობებს (ვიდეო ლექციის "Coding mit Calliope mini" მაგალითზე)  
  • შეძლონ დამოუკიდებლად შეიტანონ გაკვეთილზე კოდირების დავალებები.

პედაგოგთა დახელოვნების ციფრული ცენტრის (FOBIZZ ) ონლაინ-დახელოვნების კურსი "CALLIOPE MINI"

FOBIZZ-ის ონლაინ-დახელოვნების კურსი 5 საათში  გაგაცნობთ Calliope mini-ის სამყაროს და ნაბიჯ-ნაბიჯ გიჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ Calliope mini-ის გამოყენება გაკვეთილებზე. გაეცნობით ასევე მრავალ თავისუფალ საგაკვეთილო მასალას და ისწავლით, როგორ უნდა შეიმუშაოთ უმარტივესად თქვენს მოწაფეებთან ერთად გაკვეთილზევე ციფრული აპლიკაციები და თან თამაშ-თამაშით აუხსნათ პროგრამირების საფუძვლები.
 ონლაინ-დახელოვნების კურსის  გავლა არ არის შეზღუდული დროითა და სივრცით, და ეს უშუალოდ Fobizz-ის შემოთავაზებაა. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისგან მიიღოთ მონაწილეობის ნებართვა. მოიწერეთ მითითებულ მისამართზე: christina.nefzger@goethe.de

OPENSAP-ის ონლაინ-კურსი „CALLIOPE MINI სასკოლო განათლების მეორე საფეხურზე’

 

openSAP-ის ეს უფასო ონლაინ-კურსი გთავაზობთ Calliope mini-თან მუშაობის და პროგრამირების საწყისების შესწავლას და წარმოგიდგენთ Calliope mini-ის სასკოლო განათლების მეორე საფეხურზე დანერგვის შესაძლებლობებს.