საბავშვო უნივერსიტეტის ფორმატი გერმანიაში ძალიან პოპულარულია. თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში ცნობილი პროფესორები 8-დან 12 წლამდე ბავშვებისათვის ატარებენ ლექციებს.
მაგრამ, ნუ შეშინდებით, ჩვენ არ ვაიძულებთ თქვენს შვილებს ფორმულების დაზეპირებას ან გამოცდების ჩაბარებას. პირიქით, ჩვენი ცოტა უცნაური პროფესორი აინშტაინი, მისი მოხერხებული დამხმარე სოფი შლაუ და რობოტი JOWO ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე თამაშ-თამაშით აუხსნიან სხვადასხვა რთულ საბუნებისმეტყველო ფენომენს.
ჩვენი უნივერსიტეტი ფორმატით ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ უნივერსიტეტს, სადაც ბავშვები სამ სხვადასხვა ფაკულტეტზე ისწავლიან და თითოეულ ფაკულტეტზე 15 ლექციას მოისმენენ.
არასტანდარტული და სკოლის პროგრამისგან განსხვავებული დავალებების შესრულებით „სტუდენტები“ აგროვებენ ბეიჯებს, რითაც საუნივერსიტეტო კარიერის მაღალ საფეხურებზე ადიან. უნივერსიტეტის დამთავრებისას, ბავშვი გაივლის რა საბაკალავრო, სამაგისტრო და მეცნიერებათა დოქტორის საფეხურებს, მას მიენიჭება პროფესორის წოდება.
ეს შემუშავებული სისტემა ეფუძნება თანამედროვე დიდაქტიკის ისეთ წარმატებულ მეთოდს, როგორიც გეიმიფიკაციაა (Gamification).
ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს. დღეს კი ამის ერთადერთი საშუალება ონლაინ შემოთავაზებებია. ამგვარად ყველა ბავშვს, განურჩევლად სახცოვრებელი ადგილისა, საშუალება ეძლევა, დაიკმაყოფილოს და გაიღრმაოს სამეცნიერო ინტერესები.
ასევე ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებმა ისწავლონ ონლაინ მედიებთან მუშაობა - მიიღონ მედიაგანათლება, რომელიც სკოლაში ჯერ არ ისწავლება და, სამწუხაროდ, მხოლოდ უმცირესობას აქვს საკმარისი მედიაგანათლება. საბავშვო ონლაინ უნივერსიტეტი კი ბავშვებს მისცემს საშუალებას, გონივრულად და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ონლაინ მედიებს.
რაც უფრო ადრე იწყებს ბავშვი უცხო ენების სწავლას, მით უფრო დიდია ალბათობა, ბევრი უცხო ენის სწავლის. თანამედროვე დიდაქტიკის ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ გაციელბით ეფექტური და საინტერესოა ენის შესწავლა არა სახელმძღვანელოებიდან, როგორც ეს მიღებულია, არამედ ე.წ. CLIL- მეთოდებით (Content and Language Integrated Learning). CLIL- მეთოდების იდეა ელემენტარულია, მაგალითად, თუ ბავშვი ატარებს ფიზიკურ ცდას და ხსნის ფიზიკურ ამოცანებს, მაშინ ის შედეგებს გერმანულ ენაზე ჩამოწერს, რაც ნიშნავს, რომ მან გერმანულ ენაშიც მიიღო და შეასრულა დავალება.
გერმანიას დიდი სამეცნიერო ტრადიცია აქვს, აქ გამოიგონეს საბეჭდი დაზგა, ნათურა, ტელეფონი, დინამო (ელექტროგენერატორი), ავტომობილი, დიზელის ძრავი და MP3-ფორმატი; ვაკუუმი და რენტგენული სხივებიც გერმანიაში აღმოაჩინეს და აქვე დაამტკიცეს ფარდობითობის თეორია.
გერმანული ენა, როგორც სამეცნიერო მნიშვნელობის ენა, მეორე ადგილზეა, გერმანია კი - მესამე ადგილზე მეცნიერული კვლევების დაფინანსებაში და მსოფლიო მასშტაბით დიდი წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში.