B1 სერტიფიკატის მქონე მოსწავლეების პროგრამა

Studienbrücke © © GI Studienbrücke © GI

მონაწილეობის წინაპირობები

პროგრამაში "ხიდი განათლებისკენ" მონაწილეობის მიღება შუეძლიათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ წინაპირობებს. 
  • განაცხადის გაკეთების დროს არიან მე-11 კლასში .
  • ფლობენ გერმანულ ენას მინიმუმ B1 დონეზე და აქვთ გოეთეს ინსტიტუტის B1 სერტიფიკატი
  • გერმანიაში სწავლის გაგრძელების მაღალი მოტივაცია (სამოტივაციო წერილი)
  • მონაწილეობა სასკოლო ოლიმპიადებში, კონკურსებში, რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში
  • მაღალი აკადემიური მოსწრება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში
  • სოციალური აქტივობა (მოხალისეობრივი საქმიანობა)
  • მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა
  • ზეპირი გასაუბრება​

პროგრამის ღირებულება და გადახდის პირობები

პროგრამის ღირებულება შეადგენს 2000 ლარს. 

გადახდა ხორციელდება ორ ნაწილად: 
პირველი შენატანი 1000 ლარის ოდენობით - პროგრამის დაწყების წინ
მეორე შენატანი 1000 ლარის ოდენობით - პროგრამის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ

პროგრამის ღირებულებაში შედის:
  • მოსწავლეების შერჩევა, გოეთეს ინსტიტუტის მიერ მათთვის კონსულტაციების გაწევა, სერტიფიკატები
  • მოსამზადებელი მოდულები ინტერკულტურული ტრენინგი "Fit für das Studium in Deutschland", სპეცკურსი ტერმინოლოგიაში (ონლაინ), TestDaF-ის გამოცდის მოსამზადებელი კურსი (ონლაინ), TestAS-ის გამოცდის ფორმატ-ტრენინგი (ონლაინ) 
პროგრამის ღირებულებაში არ შედის:
  • B2.1 და B2.2 ენის კურსების საფასური. პროგრამის მონაწილეებს გოეთეს ინსტიტუტი ონლაინ ენის კურსებს სთავაზობს, თითოეული საფეხურის საფასური 320,00 ლარს შეადგენს. სრული B2 კურსის ღირებულება 640,00 ლარია. 
  • სახელმძღვანელოები 
  • TestDaF და TestAS გამოცდების საფასური
  • MINT-აკადემია

ვადები

განაცხადის წარდგენის ვადები: 01.09.2022 – 30.10.2022
ზეპირი გასაუბრება:  31.10.2022 – 15.11.2022
საბოლოო შედეგების შეტყობინება: 2022 წლის 1 დეკემბრამდე
პროგრამის დასაწყისი: 2023 წლის იანვარი

საჭირო საბუთები

  • გოეთეს ინსტიტუტის B1 სერტიფიკატი
  • მე-10 კლასის ნიშნების ჩამონათვალი
  • ავტობიოგრაფია ფოტოთი
  • სამოტივაციო წერილი
  • სასკოლო ოლიმპიადებში, კონკურსებში, რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში, მე-9 კლასიდან ზემოთ)
  • სოციალური აქტივობის (მოხალისეობრივი საქმიანობა) დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა
  • მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა

განაცხადი

პროგრამაში ხიდი განათლებისკენ მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ ონლაინ-ფორმულარი.
ონლაინ ფორმულარი