B2 სერტიფიკატის მქონე მოსწავლეების პროგრამა

Studienbrücke © © GI Studienbrücke © GI

მონაწილეობის წინაპირობები

პროგრამაში "ხიდი განათლებისკენ" მონაწილეობის მიღება შუეძლიათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ წინაპირობებს. 
  • განაცხადის გაკეთების დროს არიან მე-12 კლასში .
  • ფლობენ გოეთეს ინსტიტუტის B2-სერტიფიკატს
  • გერმანიაში სწავლის გაგრძელების მაღალი მოტივაცია (სამოტივაციო წერილი)
  • მონაწილეობა სასკოლო ოლიმპიადებში, კონკურსებში, რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში
  • მაღალი აკადემიური მოსწრება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში
  • სოციალური აქტივობა (მოხალისეობრივი საქმიანობა)
  • მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა
  • ზეპირი გასაუბრება

​პროგრამის ღირებულება და გადახდის პირობები

პროგრამის ღირებულება შეადგენს 2000 ლარს.

გადახდა ხორციელდება ორ ნაწილად: 
პირველი შენატანი 1000 ლარის ოდენობით - პროგრამის დაწყების წინ
მეორე შენატანი 1000 ლარის ოდენობით - პროგრამის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ

პროგრამის ღირებულებაში შედის:
  • მოსწავლეების შერჩევა, გოეთეს ინსტიტუტის მიერ მათთვის კონსულტაციების გაწევა, უნივერსიტეტების საინფორმაციო ღონისძიებები (დასწრებულ ან ონლაინ ფორმატში), სერტიფიკატები
  • მოდულები ინტერკულტურული ტრენინგი "Fit für das Studium in Deutschland", სპეცკურსი ტერმინოლოგიაში (ონლაინ), TestDaF-ის გამოცდის მოსამზადებელი კურსი (ონლაინ), TestAS-ის გამოცდის ფორმატ-ტრენინგი (ონლაინ) 
პროგრამის ღირებულებაში არ შედის:
  • TestDaF და TestAS გამოცდების საფასური

ვადები

განაცხადის წარდგენის ვადები: 01.09.2023 – 30.09.2023
ზეპირი გასაუბრება: 01.10.2023 – 14.10.2023
საბოლოო შედეგების შეტყობინება: 2023 წლის 16 ოქტომბრამდე
პროგრამის ხანგრძლივობა: 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის აპრილამდე
 

პროგრამის აღწერა

პროგრამა ხიდი განათლებისკენ მოიცავს შემდეგ მოდულებს: 
  • ინტერკულტურული ტრენინგი "Fit für das Studium in Deutschland": ოთხი კვირა (24 აკადემიური საათი)
  • საგნობრივი მოდული: ოთხი კვირა (40 აკადემიური საათი) 
  • TestDaF- გამოცდის მოსამზადებელი კურსი: ოთხი კვირა (20 აკადემიური საათი). კურსში ინტეგრირებულია სამი ვირტუალური შეხვედრა
  • TestAS - გამოცდის ფორმატ-ტრენინგი: ორი კვირა (12 აკადემიური საათი)

საჭირო საბუთები

  • გოეთეს ინსტიტუტის B2 სერტიფიკატი
  • მე-11 კლასის ნიშნების ჩამონათვალი
  • ავტობიოგრაფია ფოტოთი
  • სამოტივაციო წერილი
  • სასკოლო ოლიმპიადებში, კონკურსებში, რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში, მე-9 კლასიდან ზემოთ)
  • სოციალური აქტივობის (მოხალისეობრივი საქმიანობა) დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა
  • მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა

განაცხადი

პროგრამაში ხიდი განათლებისკენ მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ ონლაინ-ფორმულარი.
ონლაინ ფორმულარი