პროგრამა "ხიდი განათლებისკენ"

Studierende lernen © Getty Images/Foto: Frank Lukasseck

"ხიდი განათლებისკენ" არის ონლაინ პროგრამა, რომლის მიზანია გერმანიაში სწავლის გაგრძელების მსურველი მოსწავლეების, როგორც სოციალურ, ასევე სასწავლო გარემოში ადაპტაციისთვის მომზადებაა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ  მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება ტექნიკურ (მათემატიკა, ინფორმატიკა) და საბუნებისმეტყველო საგნებში. 

პროგრამის უპირატესობებია 

  • სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება
  • მოსწავლეებისთვის სპეციალური მოსამზადებელი მოდულების შეთავაზება, როგორიცაა ინტერკულტურული ტრენინგი, სპეცკურსი ტერმინოლოგიაში, TestDaF-ისა და TestAS - ის გამოცდების მოსამზადებელი კურსები და TestDaF-ისა და TestAS - ის გამოცდები 
  • საკონტაქტო პირი გოეთეს ინსტიტუტში, მხარდაჭერა პროგრამის მსვლელობისას
  • სხვადასხვა საინტერესო შემოთავაზებები, Give aways
  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გარანტირებული ადგილი პარტნიორ უნივერსიტეტში 
  • მრავალფეროვანი ფაკულტეტები
  • უნივერსიტეტში განაცხადის წარდგენის გამარტივებული პროცედურა
  • სტუდენტებისთვის სპეციალური მეურვეობის პროგრამა
  • გოეთეს ინსტიტუტში ენის კურსები სპეციალურ ფასად 

მონაწილეობის წინაპირობები
  • განაცხადის შემოტანა შეუძლიათ: 
    - მე-10 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას B1-დონეზე (ეხება აზერბაიჯანს, განაცხადის შემოტანა ოქტომბერში) 
    - მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას B1-დონეზე (ეხება სომხეთსა და საქართველოს, განაცხადის შემოტანა ოქტომბერში) 
    - მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას B2-დონეზე (ეხება აზერბაიჯანს, განაცხადის შემოტანა სექტემბერში)
    - მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას B2-დონეზე (ეხება სომხეთსა და საქართველოს, განაცხადის შემოტანა სექტემბერში)    
  • გერმანიაში სწავლის გაგრძელების მაღალი მოტივაცია (სამოტივაციო წერილი)
  • მონაწილეობა სასკოლო ოლიმპიადებში, კონკურსებში, რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში
  • მაღალი აკადემიური მოსწრება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში
  • სოციალური აქტივობა (მოხალისეობრივი საქმიანობა)
  • მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა
  • ზეპირი გასაუბრება

პარტნიორები


Logo Universitätsallianz Ruhr
© UA Ruhr
Logo Europa-Universität Viadrina
© Europa-Universität Viadrina
Logo RWTH
© RWTH
Logo Uni Bonn
© Universität Bonn
Logo Uni Siegen
© Universität Siegen
Logo Bauhaus-Universität Weimar
© Bauhaus-Universität Weimar
Logo DAAD
© DAAD