ბაუჰაუსის უნივერსიტეტი ვაიმარში

Bauhaus-Universität Weimar © © GI BAUHAUS-UNIVERSITÄT WEIMAR © GI

ბაუჰაუსის უნივერსიტეტში ვაიმარში, ცალკეული დისციპლინების საზღვრებს მიღმა, მომავლის დიზაინი იქმნება. ტერმინი "ბაუჰაუსი" აერთიანებს ექსპერიმენტის სურვილს, გახსნილობასა და ინოვაციებს. ეს კონცეფცია კიდევ უფრი ნათლად ჩანს კვლევებში, ხელოვნებასა და სწავლებისადმი მიდგომებში, ასევე ძლიერ საერთაშორისო ქსელში. უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი განლაგებულია იმ შენობაში, სადაც 1919 წელს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინის ბაუჰაუსის სკოლა დაარსდა. ბაუჰაუსის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამ სახელწოდებით1996 წლიდან არსებობს, რომელიც კულტურის ქალაქ ვაიმარში მდებარეობს.უნივერსიტეტს დაახლოებით 4000 სტუდენტი ჰყავს, რომლებიც მეცნიერებისა და ტექნიკის, ასევე ხელოვნებისა და კულტურის სფეროში იღებენ განათელბას. 

ფაკულტეტები::

ინფორმატიკა "მედიების ინფორმატიკის" განხრით და „Security and Data Science“ - 1 ან 2
სამშენებლო ინჟინერია - 1 ან 2
გარემოსდაცვითი ინჟინერია - 1 ან 2
მენეჯმენეტი [მშენებლობა, უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა] - 1 ან 2

შენიშვნა: ციფრები 1 და 2 აღნიშავს TestAS-ის მოდულებს (1 = მათემატიკა, ინფორმატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 2 = საინჟინრო მეცნიერებები)

დამატებითი ინფორმაცია: 

უნივერსიტეტის ვებგვერდი
უნივერსიტეტის სარეკლამო ვიდეო