ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, რომელშიც 6.600 სტუდენტი სწავლობს, მცირე, მაგრამ საკმაოდ ინტერნაციონალური უნივერსიტეტია ბერლინიდან სულ რაღაც 1 საათის სავალზე, გერმანია-პოლონეთის საზღვართან.
საერთაშორისო ორიენტაცია ვლინდება როგოც დისციპლინებში, ასევე სტუდენტურ კონტინგენტში, რომლის 25% 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი შეადგენს და საერთაშორისო მეცნიერთა სიმრავლეში. შესაბამისად, ვიადრინას კამპუსის ატმოსფერო ერთდროულად ოჯახურიცაა და ინტერნაციონალურიც.
უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტზე - ეკონომიკური მეცნიერებები, კულტურათმცოდნეობა და იურისპრუდენცია, სწავლა და კვლევა მაღალ დონეზეა. ეკონომიკურ მეცნიერებებში ვიადრინა გერმანიის ტოპ-უნივერსიტეტების ჯგუფში შედის. აქტუალური გამოკითხვებით, სტუდენტები ძალზე კმაყოფილნი არიან, რაც კურატორობის შესანიშნავად აწყობილ სისტემასაც უკავშირდება. თავის შენახვა, გერმანიასთან შედარებით, გაცილებით იაფი ჯდება.
სტუდენტობა აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის და კამპუსში აკადემიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში.
‘ვიადრინას ოჯახი“ არ არის მხოლოდ ლოზუნგი, არამედ რეალობა.