ბონ-რაინ-ზიგის უმაღლესი სასწავლებელი

Studienbrücke © © GI Studienbrücke © GI

ბონ-რაინ-ზიგის უმაღლესი სასწავლებელი დინამიკური  და ძლიერი სამეცნიერო-კვლევითი უმაღლესი სასწავლებელია. საცხოვრებლად მიმზიდველი რაინლანდის შუაგულში  მდებარე  ეს სასწავლებელი 9.000 სტუდენტს ცხოვრებისა და კვლევის იდეალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ბონ-რაინ-ზიგის უმაღლესი სასწავლებლის მიზანია, ეროვნული და საერთაშორისო ბაზრისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა  და წამყვანი მუშაკების მომზადება, რისთვისაც იგი 400-ზე მეტი ქვეყნის 80-მდე პარტნიორ სასწავლებელთან თანამშრომლობს. სტუდენტების დაახლოებით 15 პროცენტი საზღვარგარეთიდანაა.
 
საბაკალავრო პროგრამა - ქიმია მასალათმცოდნეობითურთ, ბონ-რაინ-ზიგის უმაღლესი სასწავლებლის რაინბახის კამპუსში ფუნქციონირებს. კამპუსი ადვილად მისადგომ ადგილას, ბონიდან დაახლოებით 20 კმ-ში, ხოლო კიოლნიდან დაახლოებით 50 კმ-შია მდებარეობს  და სტუდენტებს სასწავლების მახლობლად მდებარე მოსახერხებელ საცხოვრისს სთავაზობს.
კამპუსს შესანიშნავი  ტექნიკური ინფრასტრუქტურა და საუკეთესოდ  აღჭურვილი ლაბორატორიები აქვს, სადაც სტუდენტები  მუშაობისა და ანალიზის თანამედროვე პრაქტიკაში დანერგილ მეთოდებს ეცნობიან. მრეწველობასა და ეკონომიკაში დასაქმებული გამოცდილი დოცენტები  სტუდენტებს ინდივიდუალურ კურატორობას უწევენ  და მჭიდროდ თანამშრომლობენ  რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ საწარმოებთან.

ფაკულტეტები:

ქიმია და მასალათმცოდნეობა - 1
ინფორმატიკა - 1

შენიშვნა: ციფრი 1 აღნიშავს TestAS-ის მოდულს - მათემატიკა, ინფორმატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. 

დამატებითი ინფორმაცია: 
უნივერსიტეტის სარეკლამო ვიდეო
უნივერსიტეტის პრეზენტაცია