უცხოური ენის ადრეულ ასაკში შესწავლისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ბავშვის ძირითადი მოთხოვნილებები. უცხო კულტურასა და ენასთან ინტერნსიურად შეხების პარალელურად ბავშვს უნდა მივცეთ „ამოსუნთქვის“ საშუალება, მივცეთ დრო მოსაფიქრებლად, რომ მან მოახდინოს ყურადღების მოკრება და დააკმაყოფილოს საკუთარი მოტორიკული მოთხოვნილებები.
ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპები მოიცავს იმ ფაქტორებს, რომელიც გაკვეთილის მსვლელობას განაპიროებებს, ეს პრინციპები ასევე მოიცავს ზემოთ თავებში ჩამოთვლილ ასპექტებსაც. ცალ-ცალკე აღებული ყველა ეს პრინციპი თანაბარმნიშვნელოვანია და უზრუნველყოფს ადრეულ ასაკში უცოური ენის შესწავლის წარმატებას.
- ბავშვი უნდა იდგას სწავლების ცენტრში.
- აღმზრდელი ან მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს ბავშვის ინდივიდუალურ ფიზიკური და შინაგანი სწავლის მოთხოვნილებებს და უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლების ფარგლებში უნდა მოახდინოს ბავშვის ემოციური, სოციალური და მოტორული კომპეტენციების განვითარება.
- მიზნების, თემების, შინაარსიისა და სწავლების ფორმის შერჩევა უნდა მოხდეს ბავშვის საცხოვრებელი გარემოსა და გამოცდიელბიდან გამომდინარე. გაკვეთილს უშუალო შეხება უნდა ჰქონდეს ბავშვის ყოველდღიურობასთან და მის ფასეულობებთან.
- ბავშვის განვითარების შესაბამისად, უცხოური ენის შესწავლის დაწყებით ფაზაში წინა პლანზეა წამოწეული მოსმენა და ზეპირმეტყველება.
- კითხვისა და წერის შესწავლა კი ნელ-ნელა უნდა დაიწყოს სკოლამდელ დაწესებულებებში ან დაწყებით სკოლებში. რეცეფციულ უნარებს უპირატესობა ენიჭება პროდუქტიულ უნარებთან შედარებით, გაგებას – ლაპარაკთან შედაერბით, ლაპარაკს კი წერასთან შედარებით, ენის სტრუქტურის ახსნა კი თავიდან სრულიად არ ხდება.
- ენის ცოდნის განვითარება უნდა მოხდეს სპირალური პროგრესიით.
- ენობრივი კონცეპტი, რომლის მიხედვითაც მჭიდრო ურთიერთკავშირიშია ენის შეწავლა და თემების სწავლება, გვაძლევს უფრო მრავლისმომცველი გაკვეთილის ჩატარების საშუალებას, მაგალითად როგორიცაა ინტერდისციპლინარული გაკვეთილი.