სპეციალიზირებული აღმზრდელებისა და ენის მასწავლებლების განათლება სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად მიმდინარეობს და ამიტომ მისის სტრუქტურა საერთაშორისო დონეზე არაერთგვაროვანია. დაწყებითი კლასის უცხოური ენის მასწავლებლები ფლობენ ან აღმზრდელის სერტიფიკატს ან დაწყებითი მასწავლებლის დიპლომს, და დამატებით გავლილი აქვთ ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლების კვალიფიკაციის კურსი. ზოგჯერ კი ისინი არიან ერთი რომელიმე საგნის მასწავლებლები.
აღმზრელები, რომლებსაც უწევთ უცხო ენის სწავლება, სპეციალურ გადამზადების პროგრამებს გადიან, თუ როგორ უნდა ასწავლონ უცხოური ენა. უპირველეს ყოვლისა სწორედ უმაღლეს სასწავლებლებში უნდა შეიქმნას იმის საფუძველი, რომ დაწყებითი კლასებისა და საბავშვო ბაღების საგანმანათლებლო პრინციპები საფუძვლიანად ისწავლებოდეს, რომ მათ ეს პრონციპები საგანამანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში გამოადგეთ.
სავალდებულო შინაარსებს უნდა მიეკუთვნებოდეს ბავშვის განვითარება და სასწავლო საგნის ბავშვის ასაკისათვის შესაბამისად მიწოდების მეთოდები. სწავლის პროცესში ყოველთვის იკვეთება ბავშვის ბუნებრივი მზაობა სწავლისათვის და მისი ინიციატივით აღსავსე ბუნება, ასევე მათ მიერ სოციალურ კონტექსტში ან მათი უშუალო მასწავლებლისაგან
[2] მიღებული ინფორმაციის ათვისება17.
იდეალურ შემთხვევაში მასწავლებლისა და აღმზრდელის სპეციალობის დაუფლებისას უნდა ხდებოდეს ყველა მნიშვნელოვანი საქმიანობის შესწავლა, რაც მათ მომავალში უცხოური ენის ადრეულ ასაკში სწავლების დროს მოუწევთ.
რეკომენდაცია:
- დაწყებითი კლასების უცხოური ენის მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის უცხოურ ენაზე სპეციალიზირებულ აღმზრდელებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ადრეულ ასაკში ენის სწავლების მეთოდიკა-დიდაქტიკაში.
- სწავლა უნდა იყოს უნარ-ჩვევებზე ორიენტირებული და, ერთი მხრივ, მაქსიმალურად ფარავდეს თეორიულ საფუძვლებს, მეორე მხრივ კი, პედაგოგიურ უნარ-ჩვევების შეძენას უწყობდეს ხელს.
- დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში მომუშავე მასწავლებლები ენას უნდა ფლობდნენ B2 ან C 1 დონეზე (საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით). მნიშვნელოვანია რომ მასწავლებელი შეძლებისდაგვარად უშეცდომო და აუთენტურ ენობრივ კომუნიკაციას ახერხებდეს.
- სტუდენტების სამუშაო და სასწავლო ენა უნდა იყოს გერმანული, რადგან მათ შეძლებისდაგვარად ხშირად გამოიყენონ ის ენა, რომელიც მომავალში თვითონ უნდა ასწავლონ.
- სასწავლო თემები და შინაარსები ინტერკულტურულ ელემენტებს უნდა შეიცავდეს. იგულისხმება ენის სწავლების პროცესში მშობლიური და სამიზნე კულტურების გათვალისწინება და მათი ერთმანეთთან დაკავშირება.
- იდეალურ შემთხვევაში სტუდენტების მომზადება უნდა მოხდეს მრავალენოვნების დიდაქტიკასა და მეთოდიკაში. ანუ მათ უნდა შეეძლოთ სასწავლო პროცესში იმ ენების გათვალისწინება და გამოყენება, რომელსაც სამიზნე ჯგუფში მყოფი ბავშვები საუბრობენ. ბაშვის ენობრივი გამოცდილების გამოყენება უცხო ენის გაკვეთილზე მნიშვნელოვანია.
- სტუდენტებს შესწავლილი მეთოდებისა და პრინციპების პრაქტიკაში გამოცდის საშუალება უნდა ჰქონდეთ, რის შემდეგაც ჯგუფში პრაქტიკის დროს მიღებულ გამოცდილებაზე კრიტიკული მსჯელობა უნდა გაიმართოს.
- სტუდენტები უნდა ეუფლებოდნენ ბავშვებისათვის რელევანტური თემებისათვის და სიტუაციებისათვის საჭირო ენობრივ საშუალებებს და სწავლის პროცესის მართვისათვის მნიშვნელოვან გამოთქმებს.
- სტუდენტები უნდა იცნობდნენ ენობრივი პოლიტიკის აქტუალურ რელევანტურ თემებს და ამის შესახებ უნდა მსჯელობდნენ საკუთარი პროფესიის კონტექსტში.
- განათლების მიღების პროცესში სტუდენტს უნდა მიეცეს საშუალება, საზღვარგარეთ დაჰყოს გარკვეული პერიოდი.