მკითხველის უნარ-ჩვევა განსხვავდება კითხვის უნარ-ჩვევისაგან. მკითხველის უნარ-ჩვევის განვითარება ჯერ კიდევ ოჯახში უნდა მოხდეს უფრო ადრე, ვიდრე ბავშვი წაკითხვას თავად შეძლებს. ზღაპრებისა და საბავშვო ისტორიების წაკითხვისას მოსმენა, ერთობლივი „კითხვა“ და ილუსტრირებული წიგნების დათვალიერება და განხილვა ბავშვებში კითხვისა და წერის კულტურას ავითარებს და კითხვისადმი ინტერესს აღვიძებს, რაც მომავალში მტავრდება იმით, რომ ბავშვი დამოუკიდებლად კითხვას იწყებს.
რაც უფრო მეტად უწევს ბავშვს წერილობით ტექსტებთან შეხება, მით უფრო თავისთავადი ხდება მისთვის წერილობითი ტექტი. რეკომედირებულია, რომ ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, საბავშვო ბაღებში, ბავშვების გარემომცველი გარემო გავამდიდროთ სხვადასხვა წერილობითი ტექსტებით და ვიზუალური მასალებით.
ეს ბუნებრივი პროცესი შეიძლება კარგად გამოვიყენოთ უცხოური ენის სწავლებისას. პატარა მოთხრობების წაკითხვისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო შინაარსობრივ ასპექტებს, არამედ უნდა მოხდეს ტექსტის სახეობისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ ელემენტის წინა პლანზე წამოწევა (მაგ.: „იყო და არა იყო რა. . . „)
უცხოური ენის სწავლების პროცესს გვიადვილებს ის გარემოც,
- სადაც ადამიანები, მაგალითად მშობლები ან უფროსი დედ-მამიშვილები, ბავშვებს წიგნის კითხვის მაგალითს აძლევენ.
- სადაც მრავალფეროვანი წერილობითი მასალაა, რომელზეც ბავშვს თავისუფლად მიუწვდება ხელი.
- სადაც ბევრი წასაკითხი და თვითაღმოჩენისთვის საჭირო წიგნია.
- სადაც წასაკითხი და საწერი კუთხეები არსებობს, მაგ., სკოლამდელ დაწესებულებებში და დაწყებით სკოლებში.
- სადაც უფროსები წაკითხვის დროს ბავშვების შეკითხვებს სცემენ პასუხებს და ამგვარად უფრო სიანტერესოს ხდიან კითხვის პროცესს.
რეკომენდაცია:
- სანამ ბავშვები უცხოური ენის ანბანს ისწავლიან, უმჯობესია, რომ მათ უკვე შესწავლილი ჰქონედთ მშობლიური ანბანი.
- ბავშვს, რაც შეიძლება, მეტი შეხება უნდა ჰქონდეს წერილობით ტექსტებთან, რაც მასში წიგნისადმი ინტერესს გაზრდის და ზოგაგადად წაკითვისადმი ინტერესის განვითარებას შეუწყობს ხელს.