ციფრული კონგრესი 2020
პროგრამა

Programm Colourbox

ვორქშოფები


პროფესორი, დოქტორი თომას შტრასერი
პროფესორი, ლინგვოდიდაქტიკოსი, ავტორი
ვენის  უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი

 
ეს ლექცია იწყება ლოკდაუნისა და #დისტანციური სწავლების დროში გარკვეული ციფრული და ჰიბრიდული გამოცდილებების, აღქმებისა და მოლოდინების  მოკლე მიმოხილვით, რასაც მოსდევს მომდევნო საკითხების განხილვა:
  • რა მოგვიტანა დისტანციურ სწავლებაზე მოულოდნელმა გადასვლამ დიდაქტიკური და  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით?
  • ისევე დრამატულად შეიცვალა (უმაღლესი) სასკოლო საგანმანათლებლო გარემოს  აქტიორებისა და  პროტაგონისტებისთვის უცხო ენის გაკვეთილი, როგორც თავად გარემო  მასწავლებელთათვის, მოსწავლეთათვის და დაინტერესებულ მხარეთათვის?
  • რა  საერთო აქვს ამ ყველაფერს ღამის კლუბთან და დიჯეისთან?

პროფესორი, დოქტორი მარტინ კორტე
უჯრედული ნეირობიოლოგიის პროფესორი, ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტი
 

ლექცია ეთმობა საკითხს, თუ როგორ ზემოქმედებს ციფრული საშუალებები ჩვენს ტვინზე და, შესაბამისად, ჩვენს აზროვნებაზე და რა გავლენა აქვს ყოველივე ამას ჩვენს ქცევაზე. განიხილება აგრეთვე საკითხი, რა პლუსები აქვს სმარტფონებს ახალგაზრდების, ისევე როგორც მოზრდილების ტვინისთვის. მეორე მხრივ კი  ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა შესაძლო უარყოფით ეფექტებს უნდა ველოდეთ „Digital Natives“-ის თაობაზე  თავის ტვინის მკვლევარის თვალთახედვით  და  ხომ არ არსებობს მოზარდებთან მოპყრობის უნივერსალური რეცეპტი, როცა საქმე ციფრული საშუალებების მოხმარებას ეხება, რათა ამ უკანასკნელებმა  ზიანი კი არ მიაყენოს ტვინის წარმადობას, არამედ ხელი შეუწყოს მას.
 

თომას შპანი
პედაგოგი, ინსტრუქტორი, გაციფრულების შტაბის გუნდის ხელმძღვანელი, ჰამბურგის სკოლისა  და პროფესიული განათლების სამსახური
 
სემინარზე წარმოგიდგენთ ვებბაზირებულ შემოთავაზებას LearningApps. გაჩვენებთ, როგორ შეიძლება სავარჯიშოების შედგენა სულ რამდენიმე წუთში და რა  ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია კოლაბორაციული სწავლისთვის. ცენტრალური ადგილი ეთმობა გამოყენების იმ სფეროებს, რომლებშიც ენის შესწავლის მოტივაციის ასამაღლებლად შეგვიძლია LearningApps-ის  გერმანულის გაკვეთილზე გამოყენება. მოსწავლეებს შეუძლიათ, მიმართონ  სხვადასხვა საშუალებებს  (ტექსტი, სურათი, აუდიო, ვიდეო).
 

დოქტორი ჰაიკე შაუმბურგი
პედაგოგიკის სპეციალისტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
 
სკოლებში ინდივიდუალიზებული სწავლის ხელშეწყობის მიზნით,  1960-იან წლებში ჯერ კიდევ პირველ სასწავლო მანქანებს მნიშვნელოვანი პოტენციალი მიეწერა.  მართალია, 1960-იანი წლების სასწავლო ლაბორატორიებმა მოლოდინები ვერ გაამართლა, სამაგიეროდ ციფრულ საშუალებებზე ვამყარებთ  იმედს,  რომ ისინი გადატრიალებას მოახდენს სწავლაში და უკეთ შევძლებთ  სასწავლო პირობებთან დაკავშრებით მოსწავლეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებიც სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ლექციაზე წარმოგიდგენთ ინდივიდუალური და პერსონალიზებული სწავლის კონცეპციებს და მიმოვიხილავთ მათ განხორციელებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებული აქტუალური კვლევის შედეგებს.
 
 

პროფესორი, დოქტორი თომას შტრასერი
პროფესორი, ლინგვოდიდაქტიკოსი, ავტორი
ვენის  უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი

 
პრაქტიკაზე ორიენტირებულ ამ სემინარში თომას შტრასერი წარმოგვიდგენს ინტერნეტ აპლიკაციებს გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილისთვის, სადაც ძირითადი ყურადღება ეთმობა გამოსაყენებელი ინსტრუმენტების სიმარტივეს. რაც ნიშნავს, რომ სულ მიზერული ციფრული ცოდნის მქონე პედაგოგებსაც შეუძლიათ მარტივი აპლიკაციების ფართო სპექტრის გაკვეთილზევე მოსინჯვა. მომდევნო თემაა აპლიკაციების დიდაქტიზება (ე,ი, როგორ შეგვიძლია წარმოდგენილი ინსტრუმენტების კონკრეტულად ენის გაკვეთილზე გამოყენება) და ნაკლებად კომპლექსური ტექნოლოგიური საკითხები. ლექცია მოიცავს მომდევნო თემებს: მობილური სწავლა უცხო ენის გაკვეთილზე, ენის გაკვეთილისთვის ტელეფონის/ტაბლეტის ფუნქციებით სარგებლობა (მობილური ვიდეო, მობილური გამოსახულებები), ამბის მოსაყოლი აპლიკაციები (Storytelling Apps), გამოცნობის აპლიკაციები (Quiz Apps), გამოკითხვის აპლიკაციები, განმარტებითი აპლიკაციები
 

ვალერი მოკერი


კაროლინ შვარცი
თავისუფალი ჟურნალისტი, ავტორი, „ფაქტჩეკერი: და ტრენინგების ორგანიზატორი
 
ინტერნეტი, განსაკუთრებით კი სოციალური მედიები, დღითიდღე სულ უფრო მეტად ახდენს ზეგავლენას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.  ჩვენთვის საინტერესო  ახალ ამბებს ქსელიდან ვგებულობთ და პანდემიის დროსაც სოციალური ინტერაქციები, შეხვედრები და სწავლა მეტწილად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ქსელთან სწორი მოპყრობა სულ უფრო აქტუალური ხდება. სემინარზე განვიხილავთ შანსებს, საფრთხეებს და განსაკუთრებით ე.წ. „ფეიკებს“ ქსელში, აგრეთვე სიმართლისა და ფიქციის ერთმანეთისგან გამიჯვნის შესაძლებლობებს. მონაწილეებს შეეძლებათ, მიმოიხილონ შესაძლო საფრთხეები ქსელში, აგრეთვე ის ტექნიკები და ინსტრუმენტები, რომლებიც ციფრულ ცხოვრებას აუმჯობესებს.
 
 

პროფესორი, დოქტორი ჰერბერტ შაიტჰაუერი
განვითარების ფსიქოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
 
სემინარზე განვმარტავთ კიბერთავდასხმების ფენომენს, გამოხატვის ფორმებს, შედეგებსა და აღმოცენების პირობებს ინდივიდუალურ, ჯგუფურ/სასკოლო კლასების, აგრეთვე ოჯახურ დონეზე და განვიხილავთ  სასიცოცხლო გარემო  -სკოლაში ინტერვენციისა და პრევენციის შესაძლებლობებს პროგრამა ‘მედიაგმირების’ დახმარებით (შულცე კრუმბჰოლცი, ზაგორსკაკი, როოზენ-რუნგი & შაიტჰაუერი, 2018). წარმოგიდგენთ ეფექტურობაშეფასებულ პროგრამას, განხორციელებას სასკოლო კონტექსტში, აგრეთვე  შერჩეულ მეთოდებსა და მასალებს   და მათ ეფექტს.
 

ზაბინე როტბერგი
გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური ოფისი 
 
სწორედ ამჟამინდელმა მსოფლიო კრიზისმა დაგვანახა, რომ პედაგოგებს უნდა შესწევდეთ ციფრულად სწავლების უნარიც. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ საკონფერენციო ინსტრუმენტებისა თუ სასწავლო პლატფორმების ტექნიკის ფლობაზე,  არამედ, პირველ რიგში, მათ რაციონალურ გამოყენებაზე  მეთოდური/დიდაქტიკური თვალსაზრისით. ამგვარად, პედაგოგები ახალ უნარებს უნდა დაეუფლონ. ორიენტირებაში დაგვეხმარება „პედაგოგთა ციფრული კომპეტენციის ევროპული მასშტაბები“ (DigCompEdu), ასევე ევროკომისიის თვითშეფასების ინსტრუმენტი სკოლებისთვის - SELFIE. ამ სემინარიდან შეიტყობთ, როგორ უნდა შეაფასოთ და განავითაროთ  საკუთარი ციფრული უნარები.

შტეფან ჰერინგი
გერმანული ენის პედაგოგი, პედაგოგთა  კვალიფიკაციის ამაღლების  ინსტრუქტორი, ტაილანდის გოეთეს ინსტიტუტი
 
ქმედებაზე ორიენტირება უცხო ენის თანამედროვე გაკვეთილის უმთავრესი პრინციპთაგანია. ერთი მხრივ, იგი აღწერს გაკვეთილის მიზანს, კერძოდ იმას, რომ შემსწავლელებს აიძულებს, „ნამდვილ“ ცხოვრებაში შეძლონ უცხო ენაზე ენობრივი ქმედების განხორციელება. მეორე მხრივ, ქმედებაზე ორიენტირება ასევე აღწერს გაკვეთილის  მეთოდიკას, მოქმედების წესს: ენობრივ ქმედებაში გავარჯიშება ხდება მუშაობის მრავალგვარი ფორმით, ცვლადი სოციალური ფორმებით, საინტერესო, ყოველდღიურობაზე დაფუძნებული დავალებების მიცემით.
 
ონლაინ სემინარი შეისწავლის საკითხს, თუ რომელი ენობრივი ქმედების რეალიზებაა შესაძლებელი სხვადასხვა ონლაინ ფორმატში და როგორ შეიძლება მისი ონლაინ  გავარჯიშება მარტივი აქტივობების დახმარებით
 

ქსიმენა როდრიგესი
გერმანული ენის პედაგოგი, მულტიპლიკატორი (ცოდნის გამავრცელებელი), ურუგვაის გოეთეს ინსტიტუტი
 
სოციალურ მედიებს შეუძლია სწავლის პროცესის გაინტენსიურება. განსაკუთრებით ვიდეოებმა შეიძლება გაუჩინოს შემსწავლელს მოტივაცია, თუ  აღქმითი სამუშაოს გარდა იგი საკუთარ პროდუქტს შექმნის. ამ ლექციაში საუბარია  იმაზე, რომ კურსის მონაწილეს უნდა მიეცეს გაკვეთილზე საკუთარი ვიდეოს შექმნის შესაძლებლობა: მობილურით ან ტაბლეტით მარტივად გადაღებული one-take ვიდეოდან დაწყებული,   საკუთარი ან სხვის მიერ გადაღებული  კრეატიული ნამუშევრით დამთავრებული  - უამრავი ტექნიკური ინსტრუმენტი და დიდაქტიკური სცენარი არსებობს, რომლებიც ამგვარი ვიდეოპროდუქციისთვის გამოდგება.
 
 

ნინა ბუეკერი
უცხო ენების პედაგოგი, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტრუქტორი, გიმნაზია ინდა, აახენი
 
ციფრული კედლები (აქ:Padlet) პედაგოგებს და, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დროისა და ადგილის მიუხედავად ერთობლივ სასწავლო პროდუქტებზე იმუშაონ და თან, ნებისმიერი აპარატიდან. ამას მხოლოდ დისტანციური სწავლის დროს არ აქვს აქტივაციის და დიფერენციაციის დიდი პოტენციალი. წინამდებარე ონლაინ სემინარში მსურს, წარმოგიდგინოთ კოლაბორაციული მუშაობის მაგალითები ჩემი გაკვეთილებიდან და მოკლედ განგიმარტოთ, ტექნიკურად როგორ შეიძლება ამ საგაკვეთილო იდეების განხორციელება.
 

ადრიანე ლანგელა-ბიკენბახი
უცხო ენების პედაგოგი, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტრუქტორი, აახენის სანკტ ლეონარდის გიმნაზია
 
2020 წლის გაზაფხულის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საკმაოდ პრობლემურია დასწრებული სწავლების ვიდეოკონფერენციით ჩანაცვლება. პედაგოგები იუწყებიან, რომ ვიდეოკონფერენციები ხშირად ბუნდოვანი ან ნაკლებ ეფექტურია: მოსწავლეები დაღლილები და პასიურები ჩანან, მაშინ როცა პედაგოგებისთვის ამგვარი საგაკვეთილო სიტუაციები ძალზე დამქანცველია.
ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ  გამოსავალზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვიდეოკონფერენციების  არა მარტო დისტანციურ სწავლებაში პროდუქტიულად  გამოყენება. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რა მიზეზით ტარდება და რა ფუნქცია აკისრია ვიდეოკონფერნციას, რომ სათანადოდ იქნეს გამოყენებული ინტერაქტიული მეთოდები და კოლაბორაციული ინსტრუმენტები.
 
იმისდა მიუხედავად, თუ რომელ სკოლაში რომელი პლატფორმა და ინსტრუმენტი გამოიყენება, მონაწილეებმა უნდა შეძლონ ვიდეოკონფერენციებით სასწავლო პროცესების ხელშეწყობასა და გამრავალფეროვნებასთან  დაკავშირებული სასარგებლო იდეების გაცნობა და გაზიარება.
 
 

პროფ. დოქტ. ნიკოლა ვუერფელი
გერმანულის, როგორც უცხო და მეორე ენის პროფესორი, ჰერდერის ინსტიტუტი, ლაიპციგის უნივერსიტეტი
 
გერმანულის, როგორც უცხო ენის პედაგოგები საშინაო დავალებებს ყოველთვის  იძლევიან; მაშასადამე, უნდა მივიჩნიოთ,  რომ უცხო ენის გაკვეთილის ეს ნაწილი კონცეპტუალურად ისევე კარგად არის  განვითარებული, როგორც დასწრებული გაკვეთილის სტრუქტურა, და რომ იგი სახელმძღვანელოებითაც უზრუნველყოფილია. მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სულაც არ არის ასე! თუ დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ ,რომ საშინაო დავალებების ნაწილი გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილის „გერივით“ და მოძულებული დანამატივითაა.
 
ონლაინ სემინარზე, სტატუს-კვოს მოკლე აღწერის შემდეგ, გერმანულის, როგორც უცხო ენის და გერმანულის, როგორც მეორე ენის (DaF-/DaZ ) გაკვეთილის ძირითადი ამოცანების დიაპაზონის საფუძველზე გიჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულის შეცვლა და როგორ გამოიყურება ან როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო საშინაო დავალებების შეცვლილი ფორმები  შეცვლის პროცესში მყოფ DaF-/DaZ -გაკვეთილზე, რისთვისაც სხვა სფეროებიდანაც დავიმოწმებთ კონცეპციებს და დავსახავთ პერსპექტივებს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო საშინაო დავალებების პრაქტიკის მომავალი  და როგორ შეიძლებოდა საშინაო დავალების (სიფრულზე დამყარებულ)  კონცეპციებს მთლიანად შეეცვალა DaF-/DaZ გაკვეთილი.
 

დოქტ. ოლენა ბეტეკოვა
გერმანული ენის პედაგოგი, ონლაინ მრჩეველი, სემინარების ხელმძღვანელი, უკრაინის გოეთეს ინსტიტუტი
 
წინამდებარე ონლაინ სემინარზე მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ  შეიძლება ციფრული საშუალებებით ლექსიკის შემოღება, ვიზუალიზება და გამდიდრება, რომელთა წყალობითაც  თქვენს მოწაფეებს იძულებულს გახდით, რეგულარულად გადაიმეორონ სიტყვათა მარაგი და გაანალიზონ ნასწავლი. შეისწავლით გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს და ენის სასწავლო აპლიკაციებს, რათა შეძლოთ გამოტოვებულადგილებიანი ტექსტების, ფლეშ-ბარათების, ასოთგროვების, კროსვორდების,  მრავალპასუხიანი სავარჯიშოების და ა.შ. შედგენა.
 

ფილოლოგიის დოქტორი სვეტლანა სოტნიკოვა
ხარკოვის კარაზინის სახ. ეროვნული უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიისა და თარგმანის კათედრის დოცენტი, ხარკოვის ენის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, უკრაინის გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი  (ცოდნის გამავრცელებელი)
 

გერმანიის აქტუალური სურათის გადმოცემა გერმანულის, როგორც უცხო ენის თანამედროვე გაკვეთილის მნიშვნელოვანი კომპონენტია. როგორ გავხადოთ ქვეყანათმცოდნეობის შესწავლა უფრო საინტერესო, მოტივაციის მიმცემი და ეფექტური, კერძოდ,  ციფრული საშუალებების და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებით, რათა თვალი გავუსწოროთ ციფრული ეპოქის გამოწვევებსა და გავითვალისწინოთ ინფორმაციისადმი მოწაფეთა შეცვლილი დამოკიდებულება?
პრაქტიკაზე ორიენტირებულ წინამდებარე სემინარში შევეცდებით, ერთად გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას, შევისწავლით რა, გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილზე ქვეყანათმცოდნეობით საწყისებს, მოვსინჯავთ სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტებს  და ინტერნეტწყაროებს და გავაანალიზებთ მათ დიდაქტიკურ პოტენციალს.
 

დოქტ. ვიქტორია სინო
უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის დოცენტი, გერმანული ენის პედაგოგი უჟგოროდის ენის შემსწავლელ ცენტრში, უკრაინის გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი  (ცოდნის გამავრცელებელი).
 
უცხო ენაზე კომუნიცირებისას გაგებინებისთვის გამოთქმა, ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ როგორ შევძლებთ წარმატებით მის სწავლებას ახალ ციფრულ საჭიროებებს მორგებულ გაკვეთილზე? რა მეთოდები უნდა იქნეს გამოყენებული, რომ სწრაფად და მარტივად ვამეცადინოთ მოწაფეები და მივაღწიოთ გამოთქმის გასაგონ გაუმჯობესებას?
 
ჩვენი სემინარი ფოკუსირებულია პატარა ციფრულ ხრიკებზე, ახალი მეთოდების მოსინჯვაზე, მოკლე ვარჯიშებსა და პრაქტიკულ გამოყენებაზე ენის გაკვეთილზე.
 
 

ირინა არგანოვსკაია
მოსკოვის (რუსეთი) გოეთეს ინსტიტუტის პედაგოგი, რუსეთის გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი (ცოდნის გამავრცელებელი). რუსეთის  გერმანული ენის პედაგოგთა რეგიონთაშორისი ასოციაციის (MAUPN) გამგეობის წევრი
 
პროექტზე მუშაობას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ნასწავლის სისტემატიზებასა და გაკვეთილის მიღმა ცხოვრებასთან მის დაკავშირებაში. ეს არა მარტო კურიკულუმის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ეფექტური ინსტრუმენტიცაა სწავლის პროცესის უფრო მეტად  გაინტერაქტიულებისთვის. მაგრამ რა უნდა ვიღონოთ, თუ გაკვეთილზე პროექტებისთვის არასაკმარისი დრო რჩება? პრინციპულად განსხვავდება დასწრებული და ონლაინ პროექტები ერთმანეთისგან?  რით შემიძლია დავეხმარო ჩემს მოწაფეებს პროექტზე მუშაობისას? სწორედ ამ კითხვებს შევეხები ჩემს სემინარზე
 

დოქტ. ირინა პანჩენკო
ხარკოვის ვასილ კარაზინის სახ. ეროვნული უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის დოცენტი, ენის შემსწავლელი ცენტრის ’ნიურნბერგის  სახლის’ თანამშრომელი, გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი (ცოდნის გამავრცელებელი)
 
შეფასება განათლების სფეროში ცენტრალურ ცნებათაგანია  და, ერთი მხრივ, ნიშნავს მოსწრების კონტროლს მიღებული შედეგების გასაანალიზებლად  (სუმარული შეფასება), ხოლო მეორე მხრივ, სწავლისას მიღწეული პროგრესის პროცესზე ორიენტირებულ  ანალიზს მოსწრების ასამაღლებლად (მაფორმირებელი შეფასება).  სემინარზე განვიხილავთ მომდევნო საკითხებს:
რა თავისებურებები ახასიათებს შეფასებას ონლაინ გაკვეთილზე?
რას ნიშნავს „მაფორმირებელი შეფასება“ და რას ემსახურება იგი?
რომელი ციფრული ინსტრუმენტი გამოდგება ყველაზე უკეთ მაფორმირებელი შეფასებისთვის?

ტატიანა პავლოვა
გერმანული ენის პედაგოგი, ინსტრუქტორი, უკრაინის გოეთეს ინსტიტუტი
 
ტექსტის წასაკითხად უამრავი წინაპირობა უნდა შესრულდეს. განზრახვის  მიხედვით, კითხვისას შეგვიძლია აღქმის სხვადასხვა სტილებს მივმართოთ. გაკვეთილისთვის ეს ნიშნავს, რომ მოწაფეებმა უნდა ივარჯიშონ ამ სტილების გამოყენებაში, რათა  ამა თუ იმ სიძნელეებთან უკეთ შეძლონ გამკლავება, რასაც  გარკვეული დავალებებისა და სავარჯიშოების დახმარებით მოახერხებენ. რაც შეეხება საკითხს, თუ რომელ ინსტრუმენტებს უნდა  მივმართოთ ამისათვის, მას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე განვიხილავთ.