გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა 2020

IDO 2020 Werbebanner © Goethe-Institut

თანაინიციატორი და მხარდამჭრი

 

Der Internationale Deutschlehrerinnen- und Deutschlehrerverband

2020 წლის გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადის სლოგანია „იყავი მონაწილე!“. მილიონობით მოსწავლეს მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობა აქვს, გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძოლოს. 
ეს ოლიმპიადა მსოფლიოში გერმანული ენის ყველაზე დიდი კონკურსია. ორ წელიწადში ერთხელ 75 ქვეყნის 150 მოსწავლე ერთმანეთს გერმანული ენის ცოდნაში ეჯიბრება. ბერლინისა და ფრაიბურგის შემდეგ მას დრეზდენი უმასპინძლებს.
 

ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებულები დრეზდენში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. კონკურსი სამ დონეზე გაიმართება. გამარჯვებულებთან ერთად ოლიმპიადას გერმანული ენის მასწავლებლებიც დაესწრებიან, რომელბსაც საშუალება მიეცემათ ახალგაზრდების აღზრდა-განათლების საკითხებზე იმსჯელონ და შეძენილი გამოცდილებები საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოიყენონ.
 
გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გერმანული ენისადმი ინტერესისა და ტოლერანტობის გაღრმავებას, მათთვის გერმანული კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაცნობას.
 
ოლიმპიადის ფინალი 2020 წლის 26 ივლისიდან 8 აგვისტომდე გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში გაიმართება.
 
 ორგანიზატორები არიან გოეთეს ინსტიტუტი და გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია (IDV).
 
ოლიმპიადა, ერთი მხრივ, გერმანული ენისადმი სიყვარულით და ოლიმპიური განწყობით აღავსებს აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდა მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მეორე მხრივ, კი ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის გაძლიერებას ერთმანეთის მიმართ, ამავე დროს გერმანიის როგორც კოსმოპოლიტური ქვეყნის იმიჯის გავრცელებას.  დრეზდენის ფინალი მრავალეფეროვან პროგრამას მოციცავს. დაგეგმილია შეხვედრები სკოლებში, საწარმოებში, ხელოვანებთან და სამოქალაქო პირებთან.

კითხვები და პასუხები - ოლიმპიადა 2020


  • გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოში გერმანული ენის ყველაზე დიდი კონკურსია. ორ წელიწადში ერთხელ 75 ქვეყნის 150 მოსწავლე ერთმანეთს გერმანული ენის ცოდნაში ეჯიბრება. ყველა მონაწილე ქვეყნის ორი წარმომადგენელი მოსწავლე, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიადაში გაიმარჯვებს,  გემრანული ენის ცოდნაში (A2, B1 და B2 დონეებზე) გაეჯიბრება ერთმანეთს. გამარჯვების კრიტერიუმებს ენის ცოდნასთან ერთად კომუნიკაციური უნარები, კრეატიული და ჯგუფური მუშაობის უნარები წარმოდგენს.
  • გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმიადის მიზანია ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა, მსოფლიოში გერმნული ენისადმი ინტერესის გაზრდა, ტოლერანტობის გაძლიერება და გერმანული კულტურისა და სამოქალაქო საძოგადოების გაცნობა მსოფლიო ახალგაზრდონისათვის. გარდა ამისა, ეს ოლიმპიადა პოპულარიზაციას უწევს გერმანიას როგორც მეცნიერებისა დაგანათლების ქვეყანას.
  • ოლიმპიადის ფინალი,რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ადგილს იცვლის,  ყოველთვის იმართება იმ ქალაქში,  სადაც ერთ-ერთი გოეთეს ინსტიტუტი ფუნქციონირებს. გასულ წლებში ის შემდეგ ქალაქებში გაიმართა: 2008 წელს დრეზდენში, 2010 წელს ჰამბურგში, 2012 და2014 წლებში ფრანკფურტში, 2016 წელს ბერლინში და 2018 წელს ფრაიბურგში.

  • გერმანული ენის შემდეგი საერთაშორისო ოლიმპიადა 2020 წლის 26 ივლისიდან 8 აგისტომდე ქალაქ დრეზდენში გაიმართება.
  • მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 150 მოსწავლე მსოფლიოს 75 ქვეყნიდან. დრეზდენის გოეთეს ინსტიტუტი პარალელურად მონაწილე ქვეყნებიდან გერმანული ენის მასწავლებელს (ერთი ქვეყნიდან ერთი თანმხლები მასწავლებელი) უმასპინძლებს და მათ კვალიფიკაციის ამაღლების სემინარს შესთავაზებს.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადში (A2, B1 ან B2 დონეზე) გაიმარჯვებენ. მონაწილეები ოლიმპიადის დაწყების მომენტში მინიმუმ 14 და მაქსიმუმ 17 წლის ასაკის უნდა იყვნენ.
 

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე არ დაშივებიან მოსწავლეები:

 
  • რომელთა მშობლიური ენაც არის გერმანული, ან ერთ-ერთი მშობელი არის გერმანულენოვანი;
  • რომლებმაც სამი წლის ასაკის შემდეგ გერმანულენოვან ქვეყნებში გადაბმულად დაჰყვეს მინიმუმ 6 თვე;
  • რომლებიც სწავლობენ გერმანულ საერთაშორისო და კერძო სკოლებში, სადაც გაკვეთილის და კომუნიკაციის ენა გერმანულია;
  • რომლებიც სრულწლოვანები არიან;
  • რომლებსაც 08.08.2020-თვის უკვე მოპოვებული აქვთ სტუდენტის სტატუსი;
  • რომლებიც ეროვნული ოლიმპიადის ფინალურ ტურზე მონაწილეობის პირობების გაცნობისას არასწორ ინფორმაციას მიუთითებენ, რაც მათ დისკვალიფიკაციას გამოიწვევს; 
დრეზდენში თითოეული ქვეყნიდან მხოლოდ ორი მოსწავლე გაემგზავრება. შესაძლებელია, რომ მათ ენის სხვადასხვა დონე ჰქონდეთ.

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოხვდება ეროვნული ოლიმპიადის ორი გამარჯვებული. ისინი საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენენ.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ რომელიც ტავიანთ ქვეყანაში მოქმედი გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილებას.

მოსწავლეების რეგისტრაციას გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ახორციელებს მხოლოდ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.
 

  • მოსწავლეები ორ კვირას დრეზდენში გაატარებენ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მოსწავლეები ენის სამ სხვადასხვა დონეზე პირველი სამი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. შეჯიბრისას ყურადღება ექცევა მოსწავლეების არა მხოლოდ ენობრივ ცოდნას, არამედ მათ ინტერკულტურულ კომპეტენციებსა და უნარებს.
  • პირველი კვირა დაეთმობა მოსწავლეების ენის ცოდნის დონეების (A2, B1, B2) მიხედვით გადანაწილებას და მათ მომზადებას კონკურსისთვის. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ვორკშოფები და სემინარები ისეთ თემებზე, როგორიცაა კრეატიული და ჟურნალისტური წერა, პრეზენტაციის მომზადება და წარდგენის ტექნიკა და თეატრალუტი თამაშები. მეორე კვირა კი საკონკურსო კვირაა.
  • ვორკშოფებისა და კონკურსის გარდა მოსწავლეებისთვის იგეგმება ღონისძიებები, რათა მათ უკეთ შეძლონ ზოგადად გერმანიის კულტურის და, რა თქმა უნდა, დრეზდენის ადგილობრივი წეს-ჩვეულებების გაცნობა..
  • მოსწავლეებს ერთ საღამოს საკუთარი ქვეყნის წარდგენაც მოუწევთ. მთელი ამ ღონისძიების ოლიმპიური იდეა კი გახლავთ ერების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სხვადასხვა კულტურული სიმდიდრეების უდიდესი მნიშვნელობის წინა პლანზე წამოვა.

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი გამარჯვებულის მონაწილეობას აფინანსებს გოეთეს ინსტიტუტი.

  • სხვადასხვა ქვეყნების გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალური ტურის 2 გამარჯვებული დრეზდენში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.  მგზავრობის, სასტუმროს, კვების, კულტურულ პროგრამებში მონაწილეობისა და სხვა ხარჯებს გოეთეს ინსტიტუტი აფინანსებს. 
  • გერმანული ენის საერთაშორისიო ოლიმპიადის მონაწილეებს სხვადახვა პრიზები გადაეცემათ.

  • თითოეული ქვეყნის 2 მოსწავლეს გერმანიაში ადგილობრივი გერმანული ენის მასწავლებელიც მიჰყვება, რომელიც თავის მოსწავლეებს განსაკუთრებით საინტერესო და ინოვაციურ გერმანული ენის გაკვეთილს სთავაზობს. თანმხლები მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სემინარში, რომლის ძირითადი თემაც გერმანული ენის  გაკვეთილის თანამედროვე მეთოდებით ჩატარება იქნება. ამას გარდა, მასწავლებლები დრეზდენის სხვადასხვა სკოლებს ესტუმრებიან, გაესაუბრებიან იქაურ კოლეგებს. სემინარის ძირითადი ასპექტებია ქვეყანათმცოდნეობა და გამოცდილებების გაზიარება.
  • თანმხლები მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის, ასევე დაჯილდოვების ცერემონიალში.

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა (IDO) 2020