პროგრამა "ხიდი განათლებისკენ" გერმანიაში სწავლისთვის მოსამზადებელ შემდეგ ონლაინ მოდულებს მოიცავს:
| მოდული | მოკლე აღწერა |
| *ენის კურსები (ონლაინ) | გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში |
| სპეცკურსი ტერმინოლოგიაში (ონლაინ) | ონლაინ კურსი ტექნიკურ ტერმინოლოგიაში Moodle-ის სასწავლო პლატფორმაზაე ჩატარდება. შეთავაზებაშია 7 სხვადასხვა მოდული (მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ტექნიკა და ეკონომიკა). |
| TestDaF-ის გამოცდის მოსამზადებელი კურსი (ონლაინ) | ონლაინ კურსი TestDaF-გამოცდისთვის მოსამზადებლად (კითხვა, მოსმენა, წერა, საუბარი). Moodle-ის სასწავლო პლატფორმაზე ჩატარდება. კურსი წარიმართება ტრენერების მეთვალყურეობით. |
| TestAS-ის გამოცდის ფორმატ-ტრენინგი (ონლაინ) | ონლაინ კურსი TestAS -ის გამოცდის ფორმატის, სტრუქტურის, შინაარსის, დავალებების გასაცნობად. ფორმატი: Moodle-ის სასწავლო პლატფორმა. კურსი წარიმართება ტუტორების მეთვალყურეობით. |
| გამოცდები TestDaF და TestAS | TestDaF-ი არის ენის საერთაშორისო გამოცდა. TestDaF-სერტიფიკატი მოითხოვება გერმანულ უნივერსიტეტებში ენის ცოდნის დასადასტურებლად. TestAS-ი ცენტრალური, სტანდარტული უნარ-ჩვევების გამოცდაა, რომელიც მოსწავლის კოგნიტიურ უნარებს აფასებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად. TestAS-ი შედგება ძირითადი ნაწილისა და საგნობრივი მოდულისგან. |
| ინტერკულტურული ტრენინგი "Fit für das Studium in Deutschland" |
ონლაინ კურსი გერმანიის სოციალურ და სასწავლო გარემოში მოსწავლეების ადაპტაციისათვის. ფორმატი: Moodle-ის სასწავლო პლატფორმა. მიმდინარეობს ტუტორების მეთვალყურეობით. |