სატენდერო განცხადება კულტურული ინდიკატორების სერვისის შესასყიდად (განცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა)

სატენდერო განცხადება: კულტურული ინდიკატორებისა და სტატისტიკის გარე სერვისის პროვაიდერისთვის StockSnap / pixabay

*** სატენდერო შეთავაზების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 15 სექტემბრამდე ***

გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს ღია ტენდერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ფარგლებში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

ზოგადი ინფორმაცია

გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელს მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია, რომელიც ხელს უწყობს გერმანული ენის შესწავლას და საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას.
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც  გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. პროექტი მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.



ტენდერის ფოკუსი

ტენდერის მიზანია სერვისის მიმწოდებლის შერჩევა, რომელიც პროექტის ფარგლებში შერჩეულ ქალაქებს შემდეგ მომსახურებას გაუწევს:

  1. შესაძლებლობების გაძლიერება კულტურის ინდიკატორების მიმართულებთ EU4Culture-ის პროექტში მონაწილე  ქალაქებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან.
  2. EU4Culture-ის მონაწილე ქალაქების მუნიციპალიტეტებისთვის მენტორინგისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რელევანტური მონაცემების იდენტიფიცირების და ანალიზის პრაქტიკის დასანერგად.
  3. EU4Culture პროექტის მონაწილე ყველა ქალაქში სამ ეტაპიანი კვლევის ჩატარება, რომელიც მოიცავს შესაბამისი კულტურის მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორების გამოყენებით.
სატენდერო პირობებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიბმულ დანართში Annex 1 – Terms of Reference (ToR).

ბიუჯეტი

სატენდერო შეთავაზების მაქსიმალური ზღვარი არ უნდა აჭარბებდეს 110 000 ევროს ყველა გადასახადის ჩათვლით.

უფლებამოსილება

ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ევროკავშირის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში.  განმცხადებლებს მოეთხოვებათ კვლევითი საქმიანობის, საკონსულტაციო მომსახურების და შესაძლებლობების გაძლიერების მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება კულტურის და შემოქმედებით ინდუსტრიების, კულტურის პოლიტიკის, რეგიონული განვითარების ან სხვა მსგავსი მიმართულებით.

განმცხადებლის კითხვები
  • სატენდერო პროცედურასთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე EU4Culture@goethe.de. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: Question - Cultural Indicators and Statistics. კითხვები მიიღება 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, 12:00 საათამდე (ცენტრალური ევროპის დროით).
  • ყველა პრეტენდენტის კითხვები და პასუხები ანონიმურად ხელმისაწვდომი იქნება ყველა პრეტენდენტისთვის წერილობითი ფორმით არაუგვიანეს 08.09.2023, 12:00 საათამდე (ცენტრალური ევროპის დროით).

აპლიკაციის პროცესი

დაინტერესებულ უფლებამოსილ აპლიკანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ სატენდერო შეთავაზებები ინგლისურ ენაზე, ყველა შესაბამის დანართთან ერთად ელექტრონულად, მისამართზე
EU4Culture@goethe.de 2023 წლის 15 სექტემბერს 12:00 საათამდე (ცენტრალური ევროპის დროით).

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო განაცხადის დოკუმენტში.



 სატენდერო განაცხადის დოკუმენტი:
 ტენდერთან დაკავშირებული კითხვები და პასუხები:
დანართები: