ჩვენ ხელს ვუწყობთ კულტურულ გაცვლას გერმანიასა და საქართველოს შორის. ჩვენი ინიციატივით ტარდება ფილმების ციკლების ჩვენება, გამოფენები, კონცერტები, სემინარები და ფესტივალები, რომლებიც ერთობლივი შემოქმედებისკენ, აღქმისა და უკუკავშირისკენ გვიბიძგებენ.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 2024 წელს 30 წლის ხდება. გულითად მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს პარტნიორს, ხელოვანსა, მეგობარსა და სხვადასხვა ორგანიზაციას ხანგრძლივი თანამშრომლობისა და ნდობისთვის. მოხარული ვიქნებით, თქვენთან ერთად ავღნიშნოთ ეს საიუბილეო თარიღი 28 ივნისს!
ფრანც კაფკა მისი გარდაცვალებიდან 100 წლის თავზე, დღესაც ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც ადრე. გოეთეს ინსტიტუტი ამ თარიღს 36 ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
იმ ქვეყნებში, სადაც გოეთეს ინსტიტუტი და სხვა საერთაშორისო კულტურული ინსტიტუტები, ომის ან ცენზურის გამო იძულებით იხურება, ბევრმა ხელოვანმა და ინტელექტუალმა დაკარგა აზრის გამოთქმის, დიალოგისა და კულტურათაშორის გაცვლისთვის სივრცე.
Black Sea Lit გოეთეს ინსტიტუტის შავი ზღვის აუზის ლიტერატურული პროექტია, რომელიც 2023 წლის 16 ივნისიდან 2024 წლის ბოლომდე განხორციელდება და რომელსაც ომის, სიძულვილისა და ბარბაროსული ნგრევის პირობებში განახლებული დიალოგის მცდელობა უდევს საფუძვლად.