ქეთი ტიბუა
განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კოორდინატორი
Keti.Tibua@goethe.de
უცხო ენის მასწავლებელთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ენის გახსენება და უკეთ დაუფლება, ისე გერმანულენოვანი ქვეყნების შესახებ სამხარეთმცოდნეო ცოდნის გაღრმავება. დროთა განმავლობა ენები და საზოგადოებები, ისევე როგორც ენის სწავლების მეთოდები, იცვლება. უცხო ენის პედაგოგი მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რომ მოსწავლეებს და სტუდენტებს ასწავლოს აქტუალური ენა და გერმანულენოვანი ქვეყნების აქტუალური სურათი გააცნოს.
ამიტომაც შესთავაზა გოეთეს ინსტიტუტმა საქართველოში პედაგოგებს „ენის ადა კულტურის“ კურსი. მონაწილეებმა გაიფართოვეს ენობრივი თვალსაწიერი და მიიღეს გოეთეს ინსტიტუტის B2 დონის სერტიფიკატი, ენობრივი კონტენტის პარალელურად სამხარეთმცოდნეო ასპექტებსაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო.
მადლობას ვუხდით ყველა პედაგოგს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის.
განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კოორდინატორი