#ნივთეBib

რატომ უნდა ვიყოთ უბრალოდ მომხმარებლები, როდესაც თავისუფლად შეგვიძლია, ერთმანეთს ნივთები გავუზიაროთ?

საკერავი მანქანა, Instax კამერა დაბადების დღის წვეულებისთვის ან თუნდაც ბურღი სარემონტო სამუშაოებისთვის - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რომლის გატანაც ჩვენი ბიბლიოთეკიდან შეგიძლია. 

აქ ყველაფერს იპოვი - რაც მთავარია, გატანა უფასოა.

Ein Regal mit verschiedenen Gegenständen, u.a. ein Tennisschläger und ein rotes Schild "Bibliothek der Dinge" © Goethe-Institut

არსი

რა არის ნივთების ბიბლიოთეკა?

ხანდახან ისეც ხდება, რომ დაუფიქრებლად ვყიდულობთ ძვირადღირებულ ნივთებს, რომლებიც ერთჯერადად ან საერთოდ არ გვადგება. ასეთი ნივთები არამხოლოდ ადგილს იკავებენ, არამედ მასობრივი წარმოების გამო ჩვენი პლანეტის შეზღუდულ რესურსებსაც უქმნიან საფრთხეს.
„ნივთების ბიბლიოთეკა“  გვთავაზობთ ნივთების გამოყენების ინოვაციურ, პრაქტიკულ და ეკოლოგიურად პასუხისმგებელ გადაწყვეტას. ჩვენი მხრიდან წახალისებულია არა ნივთების შეძენა, არამედ მათი, საჭიროებისამებრ, დროებითი გამოყენება, რაც ხელს უწყობს მდგრადად განვითარებასა და გააზრებულ მოხმარებას. ამჟამად საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის  „ნივთების ბიბლიოთეკა“  - სახელწოდებით #ნივთეBib 25 სხვადასხვა ნივთს, მოწყობილობასა და თამაშს აერთიანებს.

ხშირად დასმული კითხვები

ნივთების კატეგორიები

  • გააკეთე შენით (DIY)

    საკუთარ ხელებს ვენდობით! მასობრივი წარმოების დროში DIY (,,გაკეთე შენით") არა მხოლოდ მოდურია, არამედ უფრო მდგრადიც და, რაც ყველაზე მთავარია, ორიგინალური. კერვა, ხელოსნობა და უნიკალური, ინდივიდუალური ნივთების შექმნა – ამისათვის საჭირო საკერავი მანქანა, სამუშაო ინსტრუმენტები და მრავალი სხვა მოწყობილობა ჩვენთან შეგიძლიათ ნახოთ.
    კატალოგი

  • თავისუფალი დრო და სპორტი

    ბუნებაში დროის გატარება ყოველთვის კარგი აზრია! მთავარი კი სწორი აღჭურვილობაა, რათა ეს გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნოდ გექცეთ. ბინოკლის, პინგ-პონგის ჩოგნებისა და სხვა საჭირო ნივთების გატანა ჩვენგან შეგიძლიათ.
    კატალოგი

  • სოციალური მედია

    გსურთ ვიდეოების/ფოტოების გადაღება ან უბრალოდ მუსიკის მოსმენა? #ნივთეBib ყველაფერს გაგიმარტივებთ. BT-მიკროფონები, ტელეფონის გიმბალი, Instax ფოტოაპარატი — სოციალური ქსელების მოყვარულებს ეს კატეგორია განსაკუთრებით დაგაინტერესებთ.
    კატალოგი

გამოგვყევით