საყმაწვილო კურსი
გერმანული ენა პლუს პროფესია

საბუნებისმეტყველო საგნები გაინტერესებს და გერმანული საწარმოების გაცნობა გსურს? საყმაწვილო კურსი „გერმანული ენა პლუს პროფესია“ გათვლილია მათემატიკით, ინფორმატიკით ან საბუნებისმეტყველო საგნებით გატაცებულ 16-18 წლის მოსწავლეებზე საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. წინ გელის საინტერესო პროგრამა ენის ტრენინგთან ერთად, 

 © Goethe-Institut

კურსის შესახებ

საყმაწვილო კურსი „გერმანული ენა პლუს პროფესია“ მოსწავლეებს სამხრეთ კავკასიიდან სთავაზობს, გაიღრმავონ  გერმანული ენის ცოდნა და თან გერმანიის პროფესიული სამყარო გაიცნონ. კურსი ტარდება 27/07-დან 16/08/2025-მდე ჰაილბრონში, გერმანია.

უპირატესობები

  • სტიპენდია: კურსის ღირებულება, ცხოვრების, კვების, მგზავრობის, გართობა-დასვენების ხარჯები, ჯიბის ფული უზრუნველყოფილი იქნება
  • ენობრივი უნარების გაუმჯობესება: ინტენსიური ტრენინგი გერმანულ ენაში, პროფესიულ კომუნიკაციაზე ფოკუსირებით
  • პროფესიის შერჩევა: გერმანული საწარმოების და  პროფესიული სფეროების  გაცნობა
  • საერთაშორისო გამოცდილება: ურთიერთობა თანატოლებთან იმავე რეგიონიდან და გერმანიაში ცხოვრება

პროგრამა

კვირა 1-2: გერმანული ენის გაკვეთილი ფოკუსირებით თემაზე „გერმანული ენა პროფესიაში“

  • ზოგადი ენის გაკვეთილი
  • პროფესიასთან დაკავშირებული თემები
  • საკომუნიკაციო სტრატეგიების ტრენინგი: აქტიური მოსმენა, ჩაკითხვა, ინფორმაციის დახარისხება, შედეგების შეჯამება, საუბრის წარმართვა
კვირა 3: საწარმოების დათვალიერება
  • სხვადასხვა პროფესიული სფეროების ყოველდღიური სამუშაოს  გაცნობა
  • პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფების და სამუშაო პროცესების გაცნობა
  • სპეციალისტებთან შეხვედრები და გასაუბრება

წინაპირობები

  • უნდა იყო მოსწავლე საქართველოში, სომხეთში ან აზერბაიჯანში
  • უნდა იყო 16-18 წლის
  • გერმანულს უნდა ფლობდე მინიმუმ B1-დონეზე
  • დამამთავრებელ კლასში არ უნდა იყო
  • დაინტერესებული უნდა იყო საბუნებისმეტყველო საგნებით

განაცხადის გაკეთება

განაცხადები მიიღება 02/03/2025-მდე

გამოაგზავნე შენი საბუთები სათაურით „განაცხადი კურსისთვის „ გერმანული ენა პლუს პროფესია“:
sbbko1-tbilissi@goethe.de

საჭირო საბუთები: (PDF -ფაილის სახით, სახელწოდებით ნიმუშის მიხედვით ქვეყანა_გვარი_სახელი):

  • სრული CV
  • ენის სერტიფიკატი (მაგ.: გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატი B1 ან DSD I)
  • მოკლე ტექსტი (250-300 სიტყვა), რა იცი დუალური განათლების სისტემის შესახებ გერმანიაში

ჩამოსატვირთი ინფორმაცია

გამოგვყევით