გერმანული ენის სწავლების სწავლა

გოეთეს ინსტიტუტის კვალიფიკაციის ამაღლების სერია „გერმანული ენის სწავლების სწავლა“ (Deutsch lehren lernen | DLL) გერმანული ენის პედაგოგების პროფესიულ განვითარებას პრაქტიკაზე ორიენტირებული ახალი  იმპულსებით და კოლაბორაციული ქმედითი კვლევით უწყობს ხელს. აღნიშნულის მიზანია არსებულ რუტინაში ჩაძიება, ახალი მიდგომების მოსინჯვა და საკუთარი გაკვეთილის სხვა თვალით დანახვა. 

ფერო და ტატიანა გოეთეს ინსტიტუტის ენის კურსზე. მაგიდაზე დევს დამატებითი სასწავლო მასალები.

რა არის DLL?

კვალიფიკაციის ამაღლების სერია „გერმანული ენის სწავლების სწავლა“ შემუშავებულია გოეთეს ინსტიტუტის მიერ დიდაქტიკის უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით და ემსახურება პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას მთელს მსოფლიოში. ტრენინგი ფოკუსირებულია გაკვეთილზე: გაანალიზებთ ყოველდღიურ საქმიანობას, მოსინჯავთ ახალ მიდგომებს და დახვეწთ ნაცად მეთოდებს. რეალური საგაკვეთილო სიტუაციების ამსახველი ავთენტური ვიდეოები ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ: გაგიმახვილებთ დეტალებზე ყურადღებას,  დაგეხმარებთ გადააზრებაში და კოლეგებთან განხილვის თემად იქცევა. პრაქტიკაზე დაკვირვების პროექტის (PEP) ფარგლებში  ახალ აღმოჩენებს მცირე სასწავლო პროექტებში გამოიყენებთ და ამგვარად გამოცდილებას გაიმდიდრებთ. კვალიფიკაციის ამაღლების აღნიშნულ სერიაში მონაწილეობა ოფიციალურად აღიარებულია.

უპირატესობები

  • მოქნილი: ყოველკვირეული სამუშაო პაკეტი დროის თავისუფალი განაწილებით
  • ონლაინ: გოეთეს ინსტიტუტის ინტერაქტიურ სასწავლო პლატფორმასთან წვდომა ნებისმიერი ადგილიდან
  • ინტერაქტიური: აზრთა გაცლა-გამოცვლა გერმანული ენის სხვა მასწავლებლებთან
  • ტუტორის მიერ მხარდაჭერილი: კვალიფიციური ტუტორების უკუკავშირი  

ვისთვისაა განკუთვნილი DLL?

DLL გათვლილია გერმანულის, როგორც უცხო ენის მასწავლებლებზე, რომლებსაც დაწყებით საფეხურზე, საშუალო საფეხურზე და მოზრდილების სწავლების გამოცდილება აქვთ.

DLL-მოდულების დამუშავება მასწავლებელთათვის, განსაკუთრებით მაშინაა წარმატების საწინდარი, თუ ეს გაკვეთილების ჩატარების პარალელურად ხდება, ანუ როდესაც მასწავლებელი უკვე ჩართულია სწავლების პროცესში. სახარბიელოა აგრეთვე გაკვეთილებზე დასწრებითა თუ პედაგოგიური პრაქტიკის შედეგად სწავლების სფეროში დაგროვილი გამოცდილება.

წინაპირობები

  • გერმანული ენის სწავლების გამოცდილება სახელმწიფო სასწავლო  დაწესებულებაში (საჭირო იქნება ცნობა სამუშაო ადგილიდან)
  • გერმანული ენის ცოდნა უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციებით გათვალისწინებულ  B1 ან უფრო მაღალ დონეზე (უნდა დასტურდებოდეს გოეთეს ინსტიტუტის ენის ცოდნის  დონის განმსაზღვრელი ტესტით ან მოქმედი სერტიფიკატით)
  • უმაღლეს განათლება გერმანულის, როგორც უცხო  ენის და/ან გერმანისტიკის განხრით, საგნობრივი დიდაქტიკური კომპონენტების ჩათვლით
  • გერმანულის, როგორც უცხო ენის სწავლების გამოცდილება და  გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილებზე წვდომა
  • კომპიუტერის ცოდნა საბაზისო დონეზე, საკუთარი საფოსტო ყუთი, ინტერნეტზე წვდომა (კურსი მხოლოდ ონლაინ ტარდება)
  • PEP-ის (პრაქტიკაზე დაკვირვების პროექტის ) საკუთარ გაკვეთილზე გამოყენების შესაძლებლობა

DLL მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებაში

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში თანამშრომლობს თბილისის ილიას უნივერსიტეტთან და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტთან, რათა ახალბედა პედაგოგების მომზადება უმაღლეს სასწავლებელშივე მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული პრაქტიკაზე.

DLL მოდულების კონტენტი

DLL  გთავაზობთ  გერმანულის, როგორც უცხო ენის ათ მოდულს, რომელთა დამუშავება ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა შესაძლებელი. ყველა მოდულის განუყოფელი ნაწილია თემები, როგორიცაა უნარების განვითარება, გრამატიკა, ლექსიკა, ფონეტიკა და მედიადიდაქტიკა.

პროცესი

  • კვალიფიკაციის ამაღლების კურსი 12 კვირიანია და მიმდინარეობს მხოლოდ ონლაინ, გოეთეს ინსტიტუტის სასწავლო პლატფორმაზე. ერთი მოდულის დასამუშავებლად კვირაში საშუალოდ 5-8 სთ გესაჭიროებათ
  • კურსზე ჩარიცხვის შემდეგ სასწავლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პლატფორმაზე.  DLL 1-თან დაკავშირებით დაათვალიერეთ ჩვენი საცდელი თავი და გასაცნობი კურსი.
  • მასალას აითვისებთ დამოუკიდებლად სწავლის და ჯგუფურად მუშაობის კომბინირებით. თან დამოუკიდებელი მუშაობის მოქნილობით  ისარგებლებთ და  თან ჯგუფში განხილვასა და ერთმანეთს დახმარებასაც შეძლებთ. დახმარებას კვალიფიციური ტუტორი გაგიწევთ.
  • ყოველი კვირის დასაწყისში გაეცნობით თქვენს დავალებებს და ამგვარად შეძლებთ სამუშაო პაკეტის სურვილისამებრ გადანაწილებას (გამონაკლისს წარმოადგენს ჯგუფური მუშაობა: ერთმანეთს უნდა შეუთანხმოთ)
  • ყოველ მოდულს დახურავთ პრაქტიკაზე დაკვირვების პროექტით (PEP) რომელშიც თქვენ მიერვე შემუშავებული კითხვარით საკუთარ გაკვეთილს შეისწავლით.  PEP-ს კი წერილობითი დოკუმენტით დაასრულებთ.
  • წარმატებით დამთავრების შემდეგ გადმოგეცემათ გოეთეს ინსტიტუტის მონაწილეობის დამადასტურებელი  მოწმობა.

ღირებულება

DLL-კვალიფიკაციის ამაღლების კურსის ღირებულებაა 160 ლარი (დაახ. 50 ევრო).

შერჩეულ პედაგოგებს ელ. ფოსტით გაეგზავნებათ შეტყობინება და ოფიციალური ინვოისი თანხის გადასარიცხად.  

კურსის არდაწყების ან შეწყვეტის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.

ვადები და განაცხადის გაკეთება

12.09.–07.12.2025 (რეგისტრაციის ვადა: 27.07.2025)
DLL 1: სწავლების კომპეტენცია და გაკვეთილი
DLL 3: გერმანული როგორც უცხო ენა
DLL 5: სწავლა-სწავლების საშუალებები
DLL 6: კურიკულუმით  განსაზღვრული მოცემულობა და გაკვეთილის დაგეგმვა
DLL 7: გამოცდა, ტესტირება, შეფასება
DLL 8: გერმანული როგორც უცხო ენა ბავშვებისთვის

კონტაქტი

გამოგვყევით