მოსწავლეების გააქტიურება მასწავლებლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ზოგჯერ ურთულესი ამოცანაა. ჩვენ დაგეხმარებით სასწავლო პროექტებით, მასალებით და საინტერესო კონკურსებით.
მთელს მსოფლიოში სკოლები ევროპის ენობრივ მრავალფეროვნებას აღნიშნავენ. ისარგებლეთ ამ შემთხვევით- აღმოაჩინეთ თქვენს კლასთან ერთად ახალი ენები, კულტურული განსხვავებები, გაუღვივეთ ინტერესი მოსწავლეებს!
დაუკავშირეთ ენობრივი უნარების გაუმჯობესება პროფესიის შერჩევას. კურსი გათვლილია საბუნებისმეტყველო ინტერესების მქონე მოსწავლეებზე და მათ გერმანული საწარმოების გაცნობას სთავაზობს, სტიპენდიის ჩათვლით.
გააცანით თქვენს მოსწავლეებს ყოველდღიურობა გერმანიაში. მოკლე ვიდეოებში მოსწავლეები და სტუდენტები უმაღლესში სწავლასა და ცხოვრებაზე პრაქტიკულ რჩევებს მისცემენ მათ.
გერმანული ენის საათი გახლავთ გერმანულის, როგორც უცხო ენის სასწავლო მასალების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების და ჟურნალი ენის პორტალი. ადგილობრივი გაერთიანებების მეშვეობით სხვა პედაგოგებთან კონტაქტის დამყარებას სულ რამდენიმე დაწკაპუნება გაშორებთ.
ხელი შეუწყეთ ციფრული უნარების და იმავდროულად ენისადმი ალღოს განვითარებას. Calliope mini -ით მოსწავლეები სწავლობენ კრეატიულ დაპროგრამებას გერმანულ ენაზე. გამოიყენეთ ჩვენი პრაქტიკული სემინარები, მასალები და ინსტრუქციები.
გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა (IDO) გერმანული ენის შემსწავლელთა ყველაზე დიდი კონკურსია. 14-17 წლის მოზარდები ავლენენ გერმანული ენის ცოდნას და შეუძლიათ გერმანული ენის საუკეთესო შემსწავლელის ტიტული მოიპოვონ.