ხართ გერმანული ენის მასწავლებელი და ასწავლით სკოლაში ან უნივერსიტეტში? დაინტერსებული ხართ გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლებით და მზად ხართ, მიღებული ცოდნა თქვენს კოლეგებს გაუზიაროთ? მაშინ დარეგისტრირდითგერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
წინაპირობები
თქვენ შეგიძლიათ გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებაზე შემოიტანოთ განაცხადი, თუ
- მუშაობთ სკოლაში/უმაღლეს სასწავლებელში ან კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრში. უპირატესობა ენიჭებათ სახელმწიფო დაწესებულებების პედაგოგებს.
- თქვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში (2022 წლის ჩათვლით) გოეთეს ინსტიტუტის, სხვა გერმანული დაწესებულების ან განათლების სამინისტროს სტიპენდია გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად არ მიგიღიათ.
- მზად ხართ, სტიპენდიის ყველა შემადგენელი კომპონენტი (მაგ., ონლაინ დავალებები) სრულყოფილად შეასრულოთ
- მზად ხართ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ კოლეგებს გაუზიაროთ
- შერჩეული სემინარისთვის შესაფერის დონეზე ფლობთ გერმანულ ენას
- გაქვთ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი
- შეგიძლიათ თქვენ მიერ არჩეეულ ნებისმიერ სემინარზე დასწრება.
გარდა ამისა, აუცილებელია, რომ გაეცნოთ შემდგომ პირობებს:
- თქვენ ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, რომ თქვენ მიერშერჩეული სამი სემინარის პრიორიტეტულობის მიხედვით გათვალისწინება ვერ მოხდება;
- თქვენ ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, რომ არ არის რეკომენდირებული ფეხმძიმობის პერიოდში კონკურსში მონაწილეობა, რადგანაც გართულებების რისკი არ არის გამორიცხული;
- თქვენ ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, რომ ოჯახის წევრებისა და მეგობრების თან წაყვანა არ არის რეკომენდირებული. გოეთეს ინსტიტუტი თანმხლები პირების მგზავრობაში ვერც საორგანიზაციო და ვერც სადაზღვევო-ტექნიკურ დახმარებას ვერ გაგიწევთ;
- თქვენ ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, რომ არ შეგიძლიათ თან წაიყვანოთ შინაური ცხოველები.
ენის დონის დასადგენი ტესტირება
სემინარების შერჩევის წინ რეკომენდებულია ენის დონის დასადგენი ტესტის გავლა
მგზავრობის ხარჯები და სავიზო საკითხები
სავიზო საკითხები
სტიპენდიატები საქართველოდან სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის უპირატესობით.