მინი კომპიუტერი "Calliope მინი", როგორც მხსნელი ყოველდღიურ ცხოვრებაში? ქართველ მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეფერადებინათ საკუთარი ყოველდღიურობა და განეხორციელებინათ კრეატიული პროგრამირების იდეები. გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ!
ვულოცავთ საჩხერის მე -2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პირველი ადგილის დაკავებას! მათ წარმოადგინეს პროგრამა "წყლის ჭკვიანი დისპენსერი": "ჩვენს სკოლაში წყლის დისპენსერები გვაქვს. ზოგჯერ წყლის ბალონები ცარიელია და ვერავინ ამჩნევს. ზაფხულში კი სითხის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც წყლის ბალონი ცარიელია, Calliope მინი მოსაწყენ მუსიკას აჟღერებს და მოწყენილ ემოჯის გამოსახავს, რაც იმის ნიშანია, რომ წყლის ბალონი შესავსებია."
@Goethe-Institut Georgien
მეორე ადგილი რუსის საჯარო სკოლას ერგო, რომლის Calliope საქართველოს ერონულ ჰიმნს ასრულებს. ”ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი პატარა ქვეყნით, ჩვენი კულტურითა და ჩვენი დამოუკიდებლობით, ამიტომ ჩვენ დავაპროგრამეთ Calliope მინი, რომელიც საქართველოს ჰიმნს ასრულებს“.
© Öffentliche Schule Ruchi / Tamuna Partsvania
მე -3 ადგილი ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის მე -2 საჯარო სკოლას ერგო, რომლის Calliope მინი მუდმივად აჩვენებს საკლასო ოთახის ტემპერატურას და ფერად სიგნალებს იძლვეა.
@ 2. Öffentliche Schule Zugdidi /Miranda Naneishvili
პრიზები ასევე გადაეცემათ კოკის, ახალსოფლის, ცაიშის, მისკავასა და ჯვრის საჯარო სკოლებს.