BiblioGreen – რეზიდენციები მდგრადი ბიბლიოთეკებისთვის
რეზიდენცია
საქართველოს, სომხეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საბერძნეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, თურქეთისა და უკრაინის გოეთეს ინსტიტუტები იწვევენ ექსპერტებსა და ბიბლიოთეკებს მონაწილეობის მისაღებად პროექტში, რომლის თემაა მდგრადი და მწვანე ბიბლიოთეკები.
საბიბლიოთეკო რეიდენცია ქმნის სივრცეს შემოქმედებითი იდეებისთვის, ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და ბიბლიოთეკებს, როგორც ცვლილებათა ცოცხალ ადგილებს, უფრო აძლიერებს. მიზანია ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა და ბიბლიოთეკების ჩამოყალიბება ერთგვარ საკომპეტენციო ცენტრებად მდგრადი განვითარების მიმართულებით.
რეზიდენციის მიზანი: რისკენ ვისწრაფვით
საბიბლიოთეკო რეიდენცია ქმნის სივრცეს შემოქმედებითი იდეებისთვის, ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და ბიბლიოთეკებს, როგორც ცვლილებათა ცოცხალ ადგილებს, უფრო აძლიერებს. მიზანია ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა და ბიბლიოთეკების ჩამოყალიბება ერთგვარ საკომპეტენციო ცენტრებად მდგრადი განვითარების მიმართულებით.
მომავლის შექმნა: ბიბლიოთეკები, როგორც მდგრადი ცოდნის სივრცეები
- ბიბლიოთეკების, როგორც საკომპეტენციო ცენტრების გაძლიერება მდგრადობის მიმართულებით: საგანმანათლებლო ფორმატების შემუშავება და განხორციელება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: გადამუშავება, გარემოსდაცვითი განათლება და წრიული ეკონომიკა.
- ბიბლიოთეკები, როგორც დამაკავშირებელი სივრცეები: ბიბლიოთეკარებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტების (გარემოს დაცვისა და მდგრადობის საკითხების) შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
- ბიბლიოთეკები, როგორც საზოგადოებრივ ცვლილებათა ინიციატორები: მდგრადობის, როგორც ბიბლიოთეკების საქმიანობის მუდმივი შემადგენელი ნაწილის, გაძლიერება.
პროექტის ხანგრძლივობა და ძირითადი მიმართულებები
პროექტი დაიწყება 2025 წლის შემოდგომიდან პირველადი ციფრული ღონისძიებითა და მონაწილეთა ერთმანეთთან დამაკავშირებელი აქტივობებით.
ამას მოჰყვება რამდენიმე ონლაინ ფორმატი პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და ხანმოკლე რეზიდენციები ათ ბიბლიოთეკაში.
პროექტის დასასრულს ყველა მონაწილე შეიკრიბება ვარშავაში, საერთო შეხვედრაზე.
ამას მოჰყვება რამდენიმე ონლაინ ფორმატი პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და ხანმოკლე რეზიდენციები ათ ბიბლიოთეკაში.
პროექტის დასასრულს ყველა მონაწილე შეიკრიბება ვარშავაში, საერთო შეხვედრაზე.
მონაწილე ბიბლიოთეკები და მათი პროექტები
სწავლის პერიოდში მუშაობდა AMI განვითარების ცენტრში სომხური ენის მასწავლებლად. 2018 წლიდან ბიბლიოთეკის სფეროში მუშაობს: 2018-2020 წლებში იყო საბავშვო ლიტერატურის განყოფილების თანამშრომელი; 2020-2022 წლებში ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკის ხელოვნების განყოფილებას; 2022-2023 წლებში მუშაობდა გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარი კომიტეტის აპარატში კომიტეტის თავმჯდომარის ასისტენტად; ხოლო 2023 წლიდან ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილების უფროსია.
მას უყვარს წერა და უკვე გამოსცა სამი წიგნი. წერს მოთხრობებსა და ზღაპრებს. ორჯერ მოიპოვა პირველი ადგილი ზღაპრების კონკურსებში.
ის არის სარაევოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი და უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. აქტიურად მუშაობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებში მდგრადი და ინოვაციური პრაქტიკების განვითარებაზე და აგრძელებს კვლევებს „მწვანე ბიბლიოთეკების“ იდეის მიმართულებით.
ნადინა გრებოვიჩ-ლენდომ მონაწილეობა მიიღო გოეთეს ინსტიტუტის პროექტში „Common Waste – Common Libraries“, რომელიც ბიბლიოთეკების საქმიანობაში ეკოლოგიური მიდგომების დანერგვას ეხებოდა.
მისი საქმიანობა აგრეთვე მოიცავს ბეჭდური გამოცემების გარეშე ღია წვდომის პუბლიკაციის მოდელების მხარდაჭერასა და ბიბლიოთეკათმცოდნებაში ციფრული და გარემოსდაცვითად პასუხისმგებელი მიდგომების პოპულარიზაცია.
გიორგი ჩიჩინაძემ ბიბლიოთეკათმცოდნეობის პროგრამები ხელმძღვანელობდა და ასწავლიდა როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად იგი დოქტორანტურას აგრძელებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა ბერძნულ-რომაულ ეპოქის ბიბლიოთეკები. იგი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და პუბლიკაციებში.
2011-2021 წლებში ის მუშაობდა კრეტის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად. ამჟამად ის ხანიის მუნიციპალიტეტის სუდას ბავშვთა და ახალგაზრდობის ბიბლიოთეკაში მუშაობს, სადაც განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული გარემოს მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებულ პროექტებში – საბერძნეთის ეროვნული ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით.
მისი პროფესიული ინტერესის სფეროს წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამებისა და შემოქმედებითი აქტივობების შემუშავება და განხორციელება ბავშვებისთვის. მისი კომპეტენციებია: შემოქმედებითი მუშაობა, საცავის/ფონდის განვითარება, კატალოგიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მომხმარებელთა მომსახურება და ბიბლიოთეკის სტუმრებისთვის პოზიტიური და შთამაგონებელი გამოცდილების შექმნა.
2024 წელს არქონტისა ხუდალაკიმ წარმატებით გაიარა სერტიფიცირებული გადამზადების პროგრამა „საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება კულტურის სფეროში“ და ჩააბარა ცოდნისა და უნარების შეფასების გამოცდები.
რაც შეეხება ოლივიას ინტერესებს - მას უყვარს ლაშქრობა პოლონეთის მთებში, მოგზაურობა და კულტურული აღმოჩენები - განსაკუთრებით თეატრში. ეს შთაგონებები ხშირად აისახება მის საბიბლიოთეკო საქმიანობასა და ბავშვებისთვის ჩატარებულ ვორქშოპებში.
მისი ინტერდისციპლინური ვორქშოფები, მაგალითად, „Furnica-Workshop" მოიცავს ლიტერატურას, ისტორიასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და ახალგაზრდებს უბიძგებს დაფიქრდნენ თანამშრომლობის, თხრობისა და ბუნების მიმართ ადამიანის კავშირის მნიშვნელობაზე. მსგავსი ფორმატები ქმნის სივრცეს კომუნიკაციისა და ბუნებასთან თანაზიარებისთვის, სადაც ხშირად გამოიყენება მეტაფორები და თამაშზე დაფუძნებული დიალოგები, რომლებიც აღვივებს ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებით აზროვნებას.
ანა-მარიამ ჩამოაყალიბა მტკიცე კავშირები განათლების დაწესებულებებს, პედაგოგებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. ეს გაერთიანებები მიზნად ისახავს, რომ ბიბლიოთეკები და კულტურის სივრცეები ინოვაციის, ეკოლოგიური ცნობიერებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრებად იქცეს. ანა-მარია თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას და აქვს დიდი გამოცდილება მენტორობაში. საკუთარ ცოდნას შემოქმედებითი პროგრამების დაგეგმვასა და ინტერკულტურულ განათლებაში ანა-მარია პროექტ „Library Residency for Sustainability“-ში იყენებს.
ის გახლდატ კოორდინატორი პროექტისა „წყალი – როგორც ბუნებრივი მოცემულობა“ (Water for selbstverständlich gehalten) პროგრამის Europe Challenge 2024 ფარგლებში; ასევე არის არის პლატფორმა ECO-ZONE-ის თანადამფუძნებელი, რომელიც ბიბლიოთეკებში ეკოლოგიური განათლების განვითარებას უწყობს ხელს.
მისი საქმიანობა საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული, მათ შორის IFLA ENSULIB-ის მიერ.
მარია აქტიურად მონაწილეობს პროფესიულ კონფერენციებსა და სემინარებში, თანამშრომლობს ევროპულ კულტურულ ინსტიტუტებთან და არის სერბეთის ბიბლიოთეკართა ასოციაციის გამგეობის წევრი. მისი თვალთახედვით, ბიბლიოთეკები დიალოგის, მდგრადობისა და ინოვაციის სივრცეებია.
ხელოვნებისა და დიზაინის სფეროში მიღებული განათლების წყალობით, სიმონა განსაკუთრებით არის დაინტერესებული ინტერდისციპლინური თანამშრომლობითა და იმგვარი ფიზიკური, მენტალური და ვირტუალური გარემოების შექმნით, რომლებიც ხელს უწყობს სწავლასა და კეთილდღეობას.
მისი საქმიანობის ფოკუსი ბიბლიოთეკების მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული: ალი ფუათ კარტალი ხელს უწყობს ინოვაციურ კონცეფციებს, რომლებიც წინა პლანზე აყენებენ ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობას და მხარს უჭერს ბიბლიოთეკების ჩამოყალიბებას როგორც ღია, თანამედროვე და მომავლისკენ მიმართულ ცოდნისა და შეხვედრის სივრცეებს.
გარდა ამისა, ის აქტიურად უჭერს მხარს თურქეთში ბიბლიოთეკების შექმნისა და განვითარების მრავალ ინიციატივას და ამით მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს ქვეყნის ბიბლიოთეკური ეკოსისტემის გაძლიერებაში.
ნატალია დიბა კოორდინაციას უწევს ბიბლიოთეკის საერთაშორისო საქმიანობას: მათ შორის Window on America-ს საინფორმაციო და რესურსცენტრს (აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით), გერმანულ სამკითხველო დარბაზს (გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით), ფრანგული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზს, ასევე კონსულატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. აქტიურად წარმოადგენს ბიბლიოთეკას საერთაშორისო კონფერენციებსა და ონლაინ ფორუმებზე, მათ შორის Occupy Library Innovators Hub-სა და One World, One Library Network-ზე.
ნატალია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა საკითხავ კლუბებს, მათ შორის ლიტერატურის განხილვის კლუბს, კინოკლუბს და რიტორიკის კლუბს; უწევს მომხმარებლებს კონსულტაციას აშშ-ში სწავლის შესაძლებლობებზე და ატარებს ბიბლიოგრაფიულ კვლევებს საერთაშორისო მონაცემთა ბაზებისთვის. გარდა ამისა, ნატალია დიბა თარგმნის და წერს სამეცნიერო მასალებს ბიბლიოთეკისთვის.
მონაწილე ექსპერტები
იგი ხელმძღვანელობდა არაერთ პროგრამას, რომელიც გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და საერთო სიკეთის ხელშეწყობას ემსახურებოდა. ალექსანიანი ასევე არის რამდენიმე საგანმანათლებლო და ინიციატივის (Non-Profit) თანადამაარსებელი, მათ შორის NGO Totik Social-Cultural Development-ის, და თანამშრომლობს სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფონის ადამიანებთან - დაწყებითი სკოლის მოსწავლეებიდან მოზრდილებამდე.
ამჟამად იგი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში განათლების თეორიისა და ისტორიის სპეციალობით სწავლობს. მისი კვლევის ფოკუსი მოიცავს ინკლუზიური, შემოქმედებითი და გამოწვევებზე დაფუძნებული სასწავლო ფორმატების შემუშავებას, რომლებიც ეკოლოგიური მდგრადობისა და სოციალური განვითარების მიზნებს შეესაბამება..
ის იყო გოეთეს ინსტიტუტის საინფორმაციო განყოფილებისა & ბიბლიოთეკის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე და ასევე საერთაშორისო ბიბლიოთეკების ასოციაციის (IFLA) სხვადასხვა კომიტეტის - Public Libraries Standing Committee და Metropolitan Libraries - წევრი. გარდა ამისა, ფოგტი მუშაობდა სტრატეგიულ მრჩევლად ბილ და მელინდა გეითსების ფონდში გლობალური ბიბლიოთეკების მიმართულებით. მრავალი წელია, იგი ასწავლის ცვლილებების მენეჯმენტს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.
ჰანელორე ფოგტი მსოფლიო მასშტაბით (უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში) საქმიანობს, როგორც სპიკერი ბიბლიოთეკების განვითარების, შეთავაზებებისა და სივრცეების ტრანსფორმაციის, ბიბლიოთეკების მარკეტინგის, მდგრადობის, ინოვაციების მენეჯმენტის და პერსონალის განვითარების მიმართულებით.
პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა პროფესიული გზის შეცვლა - ინტერესი ეკოლოგიუი საკითხების მიმართ გაუჩნდა.
2024 წელს გაიარა კურსი ნარჩენების მართვის, ბიოსფეროს დეგრადაციისა და ეკოლოგიური მდგრადობის თემებზე. იმავე წელს დაიწყო თავისი ეკობლოგი, ხოლო 2025 წელს YouTube-ზე წამოიწყო და მოდერაციას უწევდა პოდკასტის „Ecofriendly Podcast“ 16 ეპიზოდს.
დომინიკი განსაკუთრებით არის დაინტერესებული იმით, თუ როგორი მულტიმოდალური ინტერაქცია აქვთ მოსწავლეებს საჯარო სივრცეებთან — და როგორ იძენს ეს სივრცეები მნიშვნელობას აღქმის, გამოცდილებისა და გამოხატვის გზით. დომინიკიმ დაამთავრა პედაგოგიკის ბაკალავრიატი და ხელოვნებისა და განათლების მაგისტრატურა. პროფესიული გამოცდილება მოიპოვა ფინეთისა და დანიის სკოლებში.
2020 წლიდან იგი მუშაობს გარემოსდაცვით ორგანიზაციაში Mamagea აღმასრულებელი დირექტორის (COO) თანამდებობაზე, სადაც ავითარებს და ახორციელებს მდგრად პროექტებს სკოლებთან ერთად. მისი მიზანია, საჯარო სკოლები გარდაიქმნას ცოცხალ სასწავლო სივრცეებად და ეკოლოგიური შემოქმედების ცენტრებად, სადაც გარემო თავად ხდება განათლების აქტიური ნაწილი.
მისი მიდგომა აერთიანებს შემოქმედებითობას, „ნაჯინგის“ (ქცევის წახალისების) ტექნიკებსა და მონაწილეობით მეთოდებს, რათა წრიული ეკონომიკა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და შთამაგონებელი გახდეს.
როგორც პოლონეთში ,,წრიული მოდის" აღიარებული წარმომადგენელი , ზგლიჩინსკა აყალიბებს ალიანსებს სამოქალაქო და კულტურულ სექტორებს შორის და ხელს უწყობს ადამიანებს, რომ მოდა ისე აღიქვან, როგორც ცვლილებისა და გამძლეობის მამოძრავებელი ძალა.
ამჟამად ის მუშაობს პოლიტიკის ანალიტიკოსად ევროკომისიაში, ბრიუსელში. პარალელურად, კონსულტაციას უწევს ლონდონის ინტერდისციპლინურ სკოლას (London Interdisciplinary School, LIS) MBA პროგრამების განვითარებაში და არის მოწვეული ლექტორი ლონდონის უნივერსიტეტში (University College London, UCL), სადაც მონაწილეობს UCL-ის საზაფხულო სკოლის პროგრამებში.
გარდა ამისა, შერბანი არის ICENS Lab-ის (Interdisciplinary Climate Economics for Nature and Society) დამფუძნებელი და დირექტორი — Non-Profit ორგანიზაციის, რომელიც ხელს უწყობს განათლებაში ეკონომიკური აზროვნების მრავალფეროვნების განვითარებას, კვლევასა და პრაქტიკაში და აძლიერებს დიალოგს ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შორის უფრო მდგრადი მომავლისათვის.
შერბანი წარმოშობით რუმინეთიდანაა. მას მიღებული აქვს სასექსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი და მანჩესტერის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი, ორივე - გაერთიანებულ სამეფოში. თავისუფალ დროს ის დაკავებულია ურბანული ფოტოგრაფიით; ასევე ახალი ადგილებისა და კულტურის აღმოჩენით.
იგი ასევე არის მოქალაქეთა გაერთიანების „Zeleni Talas"-ის (მწვანე ტალღა) თანადამფუძნებელი და აქტივისტი. ორგანიზაციის მიზანია გარემოს დაცვა და შენარჩუნება, განსაკუთრებით კი ჰაერის დაბინძურების პრობლემასთან ბრძოლა ჩაჩაკში (მარკოვიჩის მშობლიური ქალაქი).
გარდა ამისა, მარკოვიჩი არის კომპანიის „Fragment Inc.“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი, რომელიც იკვლევს ახალ მასალებს და ამზადებს რეციკლირებული შუშისგან დამზადებულ პანელებს.
ჟოფია ასევე მონაწილეობს ნიტრაში მდებარე KOZA-ს სახელობის საზოგადოებრივი ბაღის მმართველობაში. ეს ბაღი ადამიანებს აცნობს ეკოლოგიური მებაღეობისა და მცენარეთა კულტივაციის პროცესებს, ამასთანავე აყალიბებს მრავალკულტურულ და თაობათა შორის ურთიერთობის მქონე საზოგადოებას.
ჟოფია დარწმუნებულია, რომ ცვლილებები ემოციების, თანამშრომლობისა და ადამიანურ ურთიერთობათა საშუალებით მიიღწევა.
ის არის ქსელის „Zero Waste Ekohab“, პროფესიონალთათვის განკუთვნილი სასწავლო კურსის „Zero Waste Academy“ და პედაგოგებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი პროექტის „Zero Waste Camp Kids“ დამფუძნებელი და კოორდინატორი.
თანამშრომელთა გუნდთან ერთად ანა ახორციელებს კომპოსტირების დანერგვას უკრაინის თემებში, არის ნარჩენების მართვაში წრიული მიდგომის სახელმძღვანელოების თანაავტორი და რედაქტორი. გარდა ამისა, მან განახორციელა პილოტური პროექტი — დანგრეული შენობის წრიული დემონტაჟისა და ხელახალი მშენებლობის შესახებ რუსკა ლოზოვას სოფელში (ხარკივის რეგიონი).
რამდენიმე წლის განმავლობაში ის კოორდინირებდა კამპანიას „Let’s do it, Ukraine!” ხარკივის რეგიონში. თერთმეტი წლის განმავლობაში ანა იყო სატელევიზიო გადაცემის „იდეების ფაბრიკა“ (Fabrika idej) ავტორი და წამყვანი, რომელიც უკრაინაში ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აშუქებდა, განსაკუთრებით ეკოლოგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
ის არის კონკურსის „ქალთა ქვეყანა 2019“ (Zemlia zhenkin 2019) გამარჯვებული, რომელიც Yves Rocher-ის ფონდმა ჩაატარა — ეკო-ჰაბის, ნულოვანი ნარჩენების სივრცის კონცეფციით.
ადგილობრივი თემები
2025 წლის 17-დან 31 ოქტომბრამდე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, გაიმართებ ერთკვირიანი რეზიდენცია გარემოს დაცვის აქტივისტის, ნინო ბარჯაძის ხელმძღვანელობით.
სამუშაო სერია ძირითადად ეხება თემებს: „ნარჩენების მართვა, სწრაფი მოდა და Zero Waste ცხოვრების სტილი". ღონისძიება მიზნად ისახავს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის – ბავშვების, მოზარდების, სტუდენტებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლების – ჩართულობას.
რეზიდენტობის მიზანია, ყველა სამიზნე ჯგუფთან ერთად, ბიბლიოთეკისთვის გარემოსდაცვითი და მდგრადი პროგრამის შემუშავება.
სამუშაო სერია ძირითადად ეხება თემებს: „ნარჩენების მართვა, სწრაფი მოდა და Zero Waste ცხოვრების სტილი". ღონისძიება მიზნად ისახავს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის – ბავშვების, მოზარდების, სტუდენტებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლების – ჩართულობას.
რეზიდენტობის მიზანია, ყველა სამიზნე ჯგუფთან ერთად, ბიბლიოთეკისთვის გარემოსდაცვითი და მდგრადი პროგრამის შემუშავება.
კონტაქტი
დოქტ. ზურაბ ბოლქვაძე, საინფორმაციო განყოფილებისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
Zurab.Bolkvadze@goethe.de