ენების ევროპული დღე

ევროპული ენების დღეს მსოფლიო 26 სექტემბერს ზეიმობს- შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ევროპის ენათა მრავალფეროვნება თქვენს მოსწავლეებთან ერთად აღმოაჩინოთ და აღნიშნოთ! როგორც პედაგოგს, შეგიძლიათ ეს დღე მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად, ენების შემოქმედებითად წარსადგენად და სხვა კულტურების გასაცნობად  გამოიყენოთ.

European Day of Languages © European Day of Languages

ევროპული ენების დღის შესახებ

ევროპული ენების დღე ევროსაბჭოს და ევროკომისიის ინიციატივით 2001 წელს დაწესდა. მისი მიზანია ენობრივი მრავალფეროვნების ხელშეწყობა და 47 წევრი სახელმწიფოს 800 მილიონზე მეტი მაცხოვრებლის წახალისება - ნებისმიერ ასაკში დაიწყონ ახალი ენის სწავლა - სკოლაში და სკოლის მიღმა. ენობრივი მრავალფეროვნება ჩვენი  ინტერკულტურული იდენტობის და ევროპის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

საქართველოში ევროპული ენების დღე 2012 წლიდან აღინიშნება.  გასულ წლებში ამ ღონისძიებაში, რომელსაც ორგანიზებას უწევს  EUNIC  საქართველო -  ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების ასოციაცია საქართველოში და მისი მუდმივმოქმედი წევრები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება, და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან ერთად, 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გამოგვყევით