ციფრული საყმაწვილო უნივერსიტეტი
მეცნიერება

გაინტერესებს მეცნიერების საიდუმლოებები? ციფრულ საყმაწვილო უნივერსიტეტში პასუხებს იპოვი კითხვებზე რობოტიკის, კოსმონავტიკის, ტექნოლოგიების, ბუნების კვლევის, ენერგიის და მდგრადობის სფეროებიდან, და რაც ყველაზე მთავარია: თან გერმანულ ისწავლი! დარეგისტრირდი და მომჯადოებელი ექსპერიმენტებისა და აღმოჩენებისთვის მოემზადე! პედაგოგებს კი დამატებით დიდაქტიკურ მასალას ვთავაზობთ გაკვეთილზე გამოსაყენებლად. 

JuniorUni Landing © Goethe-Institut

რას უნდა ელოდო საყმაწვილო უნივერსიტეტისგან

ციფრული საყმაწვილო უნივერსიტეტი12-14 წლის მოზარდებისთვისაა
  • ენობრივი უნარების გაუმჯობესება: სამეცნიერო თემების შესწავლისას გაიღრმავებ გერმანული ენის ცოდნას.
  • MINT-მთავარი ამოცანა: საყმაწვილო უნივერსიტეტი ფოკუსირებულია MINT- საგნებზე: მათემატიკაზე, ინფორმატიკაზე, ბუნებისმეტყველებას და ტექნიკაზე.
  • ინტერაქტიური სასწავლო პლატფორმა: ონლაინ პლატფორმაზე დაგხვდება ექსპერიმენტები, რომლებშიც თავადაც ჩაერთვები, კრეატიული დავალებები და საინტერესო ინფორმაციები-  შენი სახლი ნამდვილ კვლევით ლაბორატორიად და  ხელოვანის სახელოსნოდ გადაიქცევა.
პედაგოგებისთვის
  • დიდაქტიკური მასალები: პედაგოგთა ანგარიშის მეშვეობით წვდომას მოიპოვებთ სალექციო მასალებზე, დავალებებსა და დიდაქტიზებულ ტექსტებზე, რომელთა გამოყენებასაც გაკვეთილზე შეძლებთ.

გახდი საყმაწვილო უნივერსიტეტის სტუდენტი

დარეგისტრირდი და შეაბიჯე სამყაროში, სადაც თავად ჩაერთვები ექსპერიმენტებში და კრეატიულ პროექტებს განახორციელებ. აქციე შენი სახლი სამეცნიერო-კვლევით ცენტრად!

სპეციალური დაშვება

  • პედაგოგად დარეგისტრირება

    პედაგოგებს შეუძლიათ დიდაქტიკური მასალების ჩამოტვირთვა და თავისი მოსწავლეების სწავლაში პროგრესისთვის თვალყურის დევნება.

  • მშობლის სტატუსით დარეგისტრირება

    მშობელს, პედაგოგის მსგავსად, შეუძლია ყველა დავალების ერთბაშად ნახვა, რომ სასწავლო პროცესის ლოგიკას ჩაწვდეს. თქვენი შვილის წარმატებებისთვის თვალყურის მისადევნებლად, დარეგისტრირდით მშობლის სტატუსით.

პარტნიორები

  • WDR-Logo
  • DLR
  • Calliope mini

გამოგვყევით