გერმანული ენის მასწავლებლის დღე საქართველოში

დასწრებასა და ციფრულობას შორის: ახალი გზები გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილზე

გერმანული ენის მასწავლებლების დღე საქართველოში
თავდაპირველად გვსურს ფიქრების ექსპერიმენტზე მიგიწვიოთ: მოდით, გაიხსენეთ პირველი დღე, როდესაც მრავალთვიანი ონლაინ-მეცადინეობების შემდეგ ბოლოსდაბოლოს დაუბრუნდით საკლასო ოთახებსა თუ აუდიტორიებს, ადგილს, სადაც თაობებმა თქვენი შემწეობით გერმანული ენა შეისწავლეს. ყველაფერი ძველებურადაა...

ან იქნებ არა? უეცრად გახსენდებათ, რომ საკლასო ოთახის გასაღები გჭირდებათ, ან საკუთარ თავს ეკითხებით, გაქვთ კი საკლასო ოთახში სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, რომ მომზადებული ვიდეო უჩვენოთ, ან იქნებ მხოლოდ ახლაღა აცნობიერებთ, რომ  კვლავ შეგიძლიათ მოსწავლეები ჯგუფებად ამუშაოთ. თუ ამ ფიქრებში თქვენი თავი ამოიცანით, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი კოლეგებიც ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩდნენ.

კორონას პანდემიით განპირობებულმა გადართვამ ციფრულ სწავლებაზე, სწავლების ახლ-ახალი ინოვაციური მეთოდები წარმოშვა და ციფრული კომპეტენციების მნიშვნელობა წარმოაჩინა. ამასთანავე, ისიც ნათელი გახადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური სიახლოვე სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით მოზარდებისთვის, ვინც არა მარტო საგანს, მაგ.: გერმანულს, არამედ სოციალურ უნარებსაც ეუფლება. ამგვარი გამოცდილების გათვალისწინებით, გერმანულის ისეთი გაკვეთილისადმი მიბრუნება, როგორიც ის პანდემიის დაწყებამდე იყო, თითქოს უკვე ძნელად წარმოსადგენია. სამაგიეროდ ამ ორი სასწავლო სიტუაციის - ციფრულის და დასწრებული სწავლების დადებითი მხარეების შეწყობა უფრო ნაყოფიერი ჩანს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გერმანული ენის მასწავლებლის დღე საქართველოში 2024 თემების ფართო არჩევანს გვთავაზობს: დაწყებული აქტუალური თემებით, როგორიცაა მაგ.: ციფრული მედიების და ე.წ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გერმანულის როგორც უცხო ენის გაკვეთილზე, შემოქმედებითი მეცადინეობით გაგრძელებული და გერმანულის როგორც უცხო ენის გაკვეთილის „კლასიკური“ საფუძვლებით დამთავრებული, რომელიც მოიცავს  ისეთი თემების, როგორიცაა დიფერენცირებული სწავლება ან გრამატიკასთან გამკლავება.

მომხსენებლები

  • მარინა რაიხარტი

    მარინა რაიხარტი კურირებს უფასო ონლაინ ჯგუფს „გერმანული შენთვის“, აგრეთვე უფასო ციფრულ  სავარჯიშოებს.

  • ანა ბაკურაძე

    ანა ბაკურაძე გახლავთ გერმანული ენის ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობს საქართველოს ÖSD ცენტრში და არის  KAAD კომისიის წევრი. გახლავთ ასევე საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი 

ვორქშოპების პროგრამა

13:45 - 14:45  - რეგისტრაცია დასრულდა

15:45 - 16:45 - რეგისტრაცია დასრულდა

16:50 - 17:50  - რეგისტრაცია დასრულდა

წევრთა კრება

გერმანული ენის მასწავლებლის დღე საქართველოში 2024-ის ფარგლებში გაიმართა გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრთა კრება. არჩეულ იქნა ახალი მმართველობა.   არჩევნები მომზადდა დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მიერ, რომელიც კანდიდატებს არჩევითობაზე ამოწმებდა. არჩეულ იქნა პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ხაზინადარი, ვებგვერდის ადმინისტრატორი და სარევიზიო კომისია. არჩევნები ჩატარდა დასწრებული წესით, შედეგები იმავე დღეს გამოცხადდა.

გაქვთ შეკითხვები?

კონტაქტი

ნინო ფალავანდიშვილი | გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია საქართველოში
deutschlehrerverbandgeorgien@gmail.com

გებჰარდ როილი | DAAD
Reul@daad-georgia.org

საშა ფაბრი ​| გოეთეს ინსტიტუტი
Sascha.Fabri@goethe.de 

ანა მშვილდაძე ​| გოეთეს ინსტიტუტი
Ana.Mshvildadze@goethe.de

ლატიფა გურბანოვა | გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია აზერბაიჯანში
dlv.aserbaidschan@gmail.com

ზერა ალიევა | გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია აზერბაიჯანში
 dlv.aserbaidschan@gmail.com

გამოგვყევით