ვისწავლოთ გერმანული მუზეუმში
ბავშვებისთვის A1 დონიდან
თემა: ჭამა-სმა - ზეიმების აღნიშვნა
ადგილი: კულტურის მუზეუმი (ცისფერი გალერეა), რუსთაველის გამზ. 11, თბილისი
ხანგრძლივობა: დაახლ. 2 სთ
ფიროსმანის სამყაროს აღმოჩენა გრძნობის ყველა ორგანოთი: ბავშვები შლიან სუფრას, ყნოსავენ ვარდებს, ცდილობენ შეხებით შეიგრძნონ ტომარაში მოთავსებული საგნები, ხსნიან საძიებო დავალებებს მუზეუმში. მასალების დახმარებით ბავშვები თამაშ-თამაშით სწავლობენ სიტყვებს და ენის გამოყენებას.
მითითება: გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ მასალებს გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში
მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის A2 დონიდან
თემა: რეალობა და მოჩვენებითობა - სტატუსზე მიმანიშნებელი სიმბოლოები უწინ და ახლა
ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3, თბილისი
ხანგრძლივობა: დაახლ. 2 სთ
მოსწავლეები ეცნობიან ობიექტებს არქეოლოგიური საგანძურიდან და აღმოსავლური კოლექციიდან. დავალებები საუბრის, კამათის და ჩაფიქრების სტიმულს იძლევა - იდეალურია საკომუნიკაციო გაკვეთილისთვის მუზეუმში.
მითითება: გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ მასალებს ვებგვერდზე ან გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში
რეგისტრაცია
მუზეუმში კლასთან ერთად ვიზიტის შესათანხმებლად დაუკავშირდით ქ-ნ ნინო ბაქანიძეს
Tel.: + 995 32 293 1652