Connect-Disconnect
პროექტი CONNECT ქართველ არტისტებსა და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის (UdK) სტუდენტებს აერთიანებს. ბგერისა და სხვა მედიუმების საშუალებით ისინი იკვლევენ სხვადასხვა კულტურულ კონტექსტს შორის არსებულ კავშირებს, მათ შორის - ჰარმონიას, წინააღმდეგობებსა და იმ შესაძლო თუ შეუძლებელ მიმართებებს, რომლებიც ჩვენს გარემოში იკვეთება.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტთან (UdK Berlin) თანამშრომლობით (სამაგისტრო პროგრამა Sound Studies and Sonic Arts). შექმნილი პროექტი აუდიოხელოვნებაში, პერფორმანსსა და დროზე დაფუძნებულ მედიაში მომუშავე 13 ხელოვანს აერთიანებს.
რეზიდენცია – Connect–Disconnect
რეზიდენციის დროს წარმოშობილი იდეები შემდგომი დისტანციური თანამშრომლობის პროცესში შემოქმედებით ნამუშევრებად გარდაიქმნა. ნამუშევრები წარმოდგენილია გამოფენაზე Connect–Reconnect — პირველად თბილისში, შემდეგ კი ბერლინში.